ზუბაირა ტუხუგოვის მიმართვა სოციალურ ქსელში
ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წევრმა, UFC-ის მებრძოლმა, ჩეჩენმა ზუბაირა ტუხუგოვმა მაკგრეგორი-ნურმაგომედოვის შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ ტუხუგოვი ოქტაგონზე გადახტა და მან მაკგრეგორს დაარტყა. დიდი ალბათობით, ჩეჩენ სპორტსმენს UFC-იდან სამუდამოდ გარიცხავენ.
მაკგრეგორმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებამდე ერთი თვით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იერიში ტუხუგოვზე მიიტანა: “ნამდვილი ჩეჩენი დაღესტნელი კაცის ბრძანებებებს არასოდეს შეასრულებს. ეს ღალატია. ღალატზე ცუდი რამ არ არსებობს.” როგორც თავად ზუბაირა ამბობს, მან ირლანდიელ მებრძოლს ამ სიტყვებზე პასუხი გასცა.
“როგორც დავპირდი, მე მას დავარტყი. მე დავპირდი, რომ მის სიტყვებს ვუპასუხებდი და ეს გავაკეთე კიდეც”, – აცხადებს ტუხუგოვი.
UFC fighter Zubaira Tukhugov is bragging on social media about attacking Conor McGregor at #UFC229: “I slapped him as promised. I promised to make him answer for his words and I did." pic.twitter.com/Iy2QYlUmEt
— Karim Zidan (@ZidanSports) October 7, 2018