თურქული შეკრების შემდეგ, ზუგდიდელ ფეხბურთელებს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ორდღიანი დასვენების უფლება მისცა, რის შემდეგაც მან საკუთარი გუნდი „ბაიას“ ბაზაზე შეკრიბა და ვარჯიშები განაახლა. შეროზიას განკარგულებაში ამ ეტაპისთვის 22 ფეხბურთელია, ხოლო რამდენიმე დღეში იგი, ძირითადი შემადგენლობის იმ 18 ფეხბურთელს დაასახელებს, რომლებსაც პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე დაეყრდნობა. ზუგდიდელთა დამრიგებელს, სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ურთიერთშეხვედრაც ააქვს დაგეგმილი. საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“, საზამთრო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენა და სრულფასოვანი შეკრება გაირა.
ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა შეკრება, ცამეტი დღის განმავლობაში ანტალიის საკურორტო ზონაში, სიდეში გაირეს.
fczugdidi.ge