ზუგდიდი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის
საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც თბილისის დინამო 22 ნოემბერს ზუგდიდში, საწვრთნელი ბაზის მოედანზე ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ი. მაჩიტაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.
დინამოს მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა ცხინვალის სპარტაკი 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 19 ნოემბერს მეორე ლიგაში გამართული- ლიახვი 2:1 არაგვი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები სამჯერ გაამფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 126 თამაში / 534 ყვითელი / 24 წითელი / 36 პენალტი
პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 24 თამაში / 64 ყვითელი / 3 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი – 10 თამაში / 35 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
fcdinamo.ge