“ზუგდიდი” ნონოსს დაემშვიდობა და უკრაინელს აკვირდება
ორჯერად ვარჯიშებზე გადასვლის წინ, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, საკუთარი გუნდის მზადების მორიგი ერთკვირიანი ციკლი, ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა. ვიდრე, თამაშის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, გუნდში მიმდინარე სიახლეებს შევეხებით. ზუგდიდელებმა, მეკარე, მინდია ბობღიაშვილი და ცენტრალურ მცველი გიორგი პაჭკორია, დაიმატეს, რომლებთანაც კლუბმა კონტრაქტები უკვე გააფორმა. პაჭკორია ზუგდიდელია და საკუთარ გუნდს დუბრუნდა, მან კი პირველი წრე „სამტრედიაში“ გაატარა. გარდა ამისა, ისინჯება უკრაინელი ლეგიონერი, თავდამსხმელი, ანდრეი ბაბროვი, რომელსაც ბესიკ შეროზიამ, დღევანდელ ორმხრივ სპარინგში, თავის გამოჩენის საშუალება მისცა. კლუბი დაემშვიდობა კამერუნელ მეკარეს, ნონოსი ბოკ ანდრეს, რომელზეც დაკვირვებას ზუგდიდელთა თავკაცი ერთკვირაზე მეტ ხანს ახდენდა, თუმცა უცხოელმა გუნდს თავი ვერ მოაწონა. მოსაწონი, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ამხანაგური ორმხრივი თამაში, რომელიც უხვგოლიანობითაც გამოირჩა.
მძიმე ტრავმის შემდეგ, ერთგულ ქომაგებს ეფექტური გოლებით, თავი კვლავ შეახსენა ზუგდიდელთა გოლეადორმა ირაკლი ქობალიამ, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით მართლაც შთამბეჭდავი გოლები გაიტანა – ქობალიამ ჰეთრიკი შეასრულა.
ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ, გუნდები, ჩვეულებრივად ყვითელ მწვანეებად დაჰყო და ანგარიში, ყვითლებიდან ავთო ენდელაძემ გახსნა. ცოტა ხანში ისევ ყვითლებმა იყოჩაღეს და აკაკი ფარჯიკიამ, ორამდე გაზარდა ანგარიში. ამის შემდეგ უკვე ირაკლი ქობალიას ჯერი დადგა და ხუთწუთიან ინტერვალში მან, დუბლით წონასწორობა აღადგინა. ყვითლებმა კვლავ ივარგეს და პენალტი გამოიმუშავეს, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად, ისევ აკაკი ფარჯიკიამ შეასრულა. მორიგი იერიში კი მწვანეების ზუსტი დაბოლოებით დასრულდა და მწვანეებმა, ერთმანეთის მონაცვლეობით სამჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. ლუკა გუგუჩიამ, ძლიერი დარტყმით თანაფარდობა ისევ აღადგინა. გუგუჩიას შემდეგ, კვლავ ქობალიას გოლი ვიხილეთ, ხოლო ქობალიას, ისევ გუგუჩია შეენაცვლა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში შეროზიამ ორივე გუნდში ცვლილება განახორციელა. მწვანეებმა ცოტნე სამუშიას დუბლით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს, რასაცგიორგი პაჭკორიამ კიდევ ერთი გოლი მიუმატა, ხოლო ყვითლებიდან სხვაობა დათა ქირიამ და ლაშა კუკავამ შეამცირეს, თუმცა საბოლოდ მაინც მწვანეებმა ანგარიშით 8:5 მოიგეს. ვაკო ტყემალაძემ და ლაშა ღონღაძემ მცირე ტრავმების გამო, დღეს ინდივიდულურად ივარჯიშეს. გუნდებმა მთლიანობაში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს.
მწვანეები: ივარდავა, მაჩაიძე, გ.პაჭკორია, მეგრელიშვილი, კობერიძე, კუტალია, ნ.ქირია, წურწუმია, გუგუჩია, ბულია, ქობალია
შეცვლა: სამუშია, ლომია, ქომეთიანი
ყვითლები: ბობღიაშვილი, რიგვავა, აკობია, კ.ახალაია, დ.ქირია, გვაზავა, ენდელაძე, ფარჯიკია, ეხვაია, კუკავა, ბაბროვი
შეცვლა: ი.ქირია, დ.პაჭკორია, თუთბერიძე
ბესიკ შეროზიამ საახალწლოდ, ოდნავ „ამოსუნთქვის“ საშუალება მისცა ფეხბურთელებს და გუნდის შეკრება ორი დღით გადასწია. ნაცვლად ხვალინდელი დღისა, გუნდი 15 იანვარს შეიკრიბება და ფეხბურთელების ორჯერადი ვარჯიშები, სწორედ ამ დღიდან განახლდება.
fczugdidi.ge