ზუგდიდი“, რუმინულ „აკადემიკასთან“ დამარცხდა

თარიღი: თებერვალი 6, 2015

რიგით მეორე შეხვედრა გამართეს დღეს ზუგდიდელებმა და ანტალიის, „მარდან პალასის“ სტადიონზე,  რუმინეთის „აკადემიკას“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა  საინტერესო საყურებელი გამოდგა. თამაში  სწრაფ ტემპში დაიწყო და მთელი თამაში ასე გაგრძელდა.  მსაჯობაზე  შეიძლება  ყურადღების გამახვილება არც ღირდეს, მაგრამ აშკარად ტენდენციურმა მსაჯობამ შედეგზე იმოქმედა.

ზუგდიდელებმა 12-ე წუთზე შექმნეს პირველი რეალური მომენტი, მაგრამ შოთა ლომიას დარტყმული მცირედით ასცდა კარებს. ამის შემდეგ ლუკა გუგუჩიას დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. ცოტა ხანში რუმინელთა მეკარემ საკუთარი გუნდი იხსნა, როცა ლევან წურწუმიას ფლანგური გამჭოლი გადაცემა, ირაკლი ქობალიამ უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა – დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მეკარეს ბურთი მკერდზე მოხვდა და აყირავდა. ლევან წურწუმიამ ტაიმის შუაწელისკენ კარგი სოლო რეიდი შემოგვთავაზა, როცა ოთხ ფეხბურთელს თავბრუ დაახვია და როდესაც კარის მიმართულებით დარტყმა დააპირა, საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს.   რუმინელებმა პირველ ტაიმში ორჯერ დარტყეს ზუგდიდელთა კარის მიმართულებით და ორივე დარტყმა ილარიომ განახორციელა. მეორე ჯერზე მან უხეშად, რომ ვთქვათ მსაჯის „საჩუქარი“ შეირგო და პენალტი ზუსტად გამოიყენა, თუმცა დეტალების გახილვას არ შევუდგებით.

მეორე ტაიმში ირაკლი ქობალიამ  თავის შანსი,  ჩინებულად გამოიყენა, როცა ავთო ენდელაძემ ბურთი  კარგად გაუყოლა და მანაც მეკარეს, მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. მანამდე კი თავად ენდელაძე გაიყვანა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე ირაკლი ეხვაიამ, თუმცა  მცველებმა დაასწრეს. ბოლო წუთებზე ისევ რუმინელი მეკარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ზუგდიდელებს არ გაატანინა. ზუგდიდელთა ბოლო წუთებზე მოწყობილი მასიური შეტევისას, რუმინელმა მეკარემ  ირაკლი ეხვაიას დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგენდელაძეს მცველები გადაეღობნენ. ბოლოსკენ კი ისევ ირაკლი ქობალიამ დააქუხა, მაგრამ ბურთმა ზედა ძელს ჩაუქროლა. რუმინელებს ზუგდიდელთა კარში კი მეორე  გოლი სტანკომ სტანდარტულიდან გაიტანა, რომელიც მსაჯის საეჭვო საქციელის გამო,  ასევე დავის საგანი გახდა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ კი, საკუთარ ფეხბურთელებს თამაშის ხარისხი და მონდომება მოუწონა.

 

თურქეთი, ანტალია, სტადიონი „მარდან პალასი“, 5 თებერვალი

ზუგდიდი – აკადემიკა 1:2

გოლები: ოლარიო (პენ.27), ქობალია (56), სტანკო (87)

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, ლომია, გუგუჩია,  ქობალია

შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, პაჭკორია, ეხვაია, რიგვავა, კუკავა

fczugdidi.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლურჯი ზღვის სამი მეფე: 3 გია ქართულ ფეხბურთში

ბათუმის “დინამო”, თბილისის “საბურთალო” (ყოფილი) და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთვნელები, გია გეგუჩაძე, გია ჭიაბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი დასასრული – კურტუას დარტყმა, ბენზემას გოლი “ვალენსიას” კარში (ვი

15 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ნეიმარმა პენალტი “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “სენტ-ეტიენსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, 62-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი ვერ გამოიყენა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეამ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით მსაჯს შეცდომისკენ მიუთითა 👀

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯმა, დავიდ დეხეამ, “ოლდ ტრაფორდზე” “ევერტონთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ სა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს გამოაქვეყნე” – რა გაუკეთა ქვილითაიამ ჩაკვეტაძეს მატჩის დაწყებამდე (ვ

15 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტი” სტუმრად “ოსტენდეს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, როცა ფეხბურთელები ხურდებოდნენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” გაანადგურა, დე ბრუინმა გაიბრწყინა (ვი

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც არასახარბიელო ფორმაში მყოფმა “მეთოფეებმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესუთ იოზილის რეაქცია შეცვლის შემდეგ (ვიდეო)

15 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო. 59-ე წუთზე ლონდონელთა მთავარმა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლებერსონი: “რონალდინიომ გადამაგდო და “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გამომყვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჟოზე კლებერსონმა ჟურნალ Four Four Two-სთვის მიცემულ ინტერვიუში კარიერის საინეტრესო ეპიზოდი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი “ბოლონიას” პრეზიდენტს შეხვდა (ფოტო)

“მონრეალ იმპექტის” მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი “ბოლონიას” სტადიონს ეწვია და ბერგამოს “ატალანტასთან” გამართულ მატჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი: “გვარდიოლას ძალიან უნდა ლიგის მოგება, თუმცა სხვები უკეთ თამაშობენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა,დიმიტარ ბერბატოვმა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო “პარმასთან” მარცხზე: “ნაპოლის” ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრ

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, სადებიუტო მატჩში “პარმასთან” განცდილი მარცხის (1:2) მიზეზებზე პრესასთან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდუს რჩევა მისცა

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა. დაღესტნელი სპორტსმენი რუსეთში, Global Fighting Championship-ის მედია [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაოფიციალური ანალიზი: “დინამოს” ჩისკო უნდა გაეშვა

თბილისის “დინამოსთან” ესპანურ სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც ჩანს, ჩისკო მუნიოსი გუნდის მთავარი მწვრთნელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” გადარჩა თუ ჩაიძირა? ჩაჩავა, “დინამო”და იტალიელები

ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო სეზონს ლიცენზიითა და ახალი ინვესტიებიცით დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოს” ყოფილმა მფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” VAR-ს სასამართლოში უჩივის

18 დეკემბერს “კამპ ნოუზე” გასამართი “ელ კლასიკოს” წინ კატალონიის “ბარსელონამ” გასვლაზე “რეალ სოსიედადთანR...
წაკითხვა