ზუგდიდის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს შეხვდა

თარიღი: ივლისი 29, 2014

ერთკვირიანი მოსამზადებელი შეკრების დაწყებამდე, ს.კ. „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობა ბაიას ბაზაზე გულშემატკივრებს შეხვდა. ქომაგებთან შეხვედრა გუნდის დირექტორმა, გელა ინალიშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნესტორ მუმლაძემ დაგეგმეს. მოგვიანებით მათ ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხიაც შეუერთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივართა შორის ძირითადი სასაუბრო თემა, გუნდში არსებულ  ვითარებას შეეხო. ასევე, ქომაგთა მხრიდან  დაისვა კითხვები, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის  გუნდის მომზადება და რა ცვლილებებია შემადგენლობის მხრივ. გარდა ამისა იყო კითხვები, დაფინანსების საკითხზეც და გუნდის სამომავლო გეგმებზეც, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
გელა ინალიშვილი (გუნდის დირექტორი):  „სასიხარულოა, რომ თქვენთან შეხვედრა, ჩვენი დანიშვნიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მოხდა.  გუნდში არსებული პრობლემები ისედაც ცხადია და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ  საკითხები – რა ცვლილებები  ხდება გუნდში და სამომავლოდ რა უნდა განხორციელდეს. იცით, რომ კლუბის მესვეურთა მხრიდან აქტიური მხარდაჭერა გვაქვს და მოკლე დროში ერთად დგომით, შევეცდებით, რომ ახალ სეზონს ნორმალურად შეხვდეთ, მცირე დროის მიუხედავად რაც არ უნდა ზედაპირულად ჩანდეს ჩემი სიტყვები. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ გუნდის ძირითადი ამოცანა წლევანდელ სეზონზე არის უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ ეტაპობრივად  მთავარ ორიენტირი გუნდის მშენებლობაზე კეთდება. სასაუბრო, კლუბის გარშემო ბევრად    მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის უპირველესი ამოცანა გუნდის გადარჩენა და შენარჩუნებაა. სამომავლოდ კი ს.კ. „ზუგდიდის“ აღზრდილების, საკუთარ გუნდში დაბრუნება იგეგმება. კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის თემას – ნესტორ  მუმლაძის დიდად გვეიმედება და გუნდში მიმდინარე შემადგენლობის მხრივ მიმდინარე ცვლილებებზე, სიტყვა სწორედ მას მინდა გადავცე“.

ნესტორ მუმლაძე (მწვრთნელი):  გუნდში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩავატარეთ უკვე. შემადგენლობის მხრივ კი გეტყვით იმას, რომ ჩვენთან ვარჯიშობენ მეკარე რევაზ თევდორაძე,  მცველები, ლაშა ტუღუში და დათო ლომაია. ასევე გუნდს დაუბრუნდა თქვენთვის კარგად ნაცნობი ვაკო ტყემალაძე. ვმუშაობთ რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოყვანაზე და ეს პროცესიც თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ თამამად შემიძლია განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ არცერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის მოწვევა არ იგეგმება ამ ეტაპისთვის. როგორც კლუბის დირექტორმა მოგახსენათ, ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, მაგრამ მინდორზე ნებისმიერ თამაშზე ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩემი მთავარი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ახალბედა ფეხბურთელი მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში. ადრე რომელ გუნდშიც ვიყავი ყველგან ასე ხდებოდა და აქაც ანალოგიური იქნება. ჩვენი მიზანია  ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და ვფიქრობთ მივაღწევთ ამას.

გულშემატკივარი:  სხვა რგოლთან ერთად იგეგმება თუ არა შეტევის ხაზის გაძლიერება, ვინაიდან ფორვარდის პრობლემა ყველგანაა…

ნესტორ მუმლაძე:  გეთანხმებით დღეისათვის ერთი გამოკვეთილი შემტევი გვყავს ლაშა კუკავა, რომელიც წელს დაუბრუნდა გუნდს. ბუნებრივია ამ მხრივაც მიდის მუშაობა, მაგრამ განვმეორდები, ძვირადღირებული ფეხბურთელის გუნდში მოყვანა ამჟამად არ იგეგმება. გაძლიერება  უდაოდ გვჭირდება, თუმცა პარალელურად ადგილობრივი კადრების მომზადებას მიექცევა უდიდესი ყურადღება. საბედიეროდ ამის პოტენციალი ამ ქალაქში არის“.

ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხია კიდევ ერთხელ შეეხო კლუბში არსებულ პრობლემებს , მათ შორის მერმა კლუბის დავალიანებაზეც ისაუბრა.

ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი): „ არ მინდა ერთიდაიგივე საკითხის გარშემო ტრიალი, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის, რომ გუნდი ქალაქის მერიამ ჩაიბარა 177 000 ლარიანი ვალით. ამის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ გუნდის წინსვლისთვის. მინდა შევეხო იმ თემას, რომ ამ დღეებში კლუბში არსებულ დავალიანებას აუდიტი შეისწავლის, რის შემდეგაც გავსწევთ  შესაბამის სამუშაოებს. დავიწყეთ აქტიური მუშაობა და კლუბის დაქვემდებარებაში უახლოეს პერიოდში უნდა გადავიდეს, რუხის ბაზა და ზედაეწერის სტადიონი, ამასთან ერთად კლუბს ოფიციალურად  უნდა გადაეცეს განმუხურის სტადიონიც. ეს კი ინვესტორთა მოზიდვისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ინვესტორებთანაც უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, რაც შეეხება ცენტრალურ სტადიონს – ველოდებით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას და ახალი სტადიონის მშენებლობას ფუნდამენტი,  2015 წლის დასაწყისში ჩაეყრება. წელიწადნახევარში კი ის ექსპლუატაციაში შევა“.

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ დღეიდან ერთკვიან შეკრებაზე გადავიდა  ბაიას ბაზაზე და ხვალიდან, ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელი, ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთავს“.

fczugdidi.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სტერლინგის რეაქცია, როცა ჯო გომესი მოედანზე შემოვიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა მონტენეგრო 7:0 გაანადგურა. შეხვედრის 70-ე წუთზე გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს მესამე გოლი ლიეტუვას კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიასა და ლიეტუვას შორის მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე კრიშტიანო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ლიეტუვას ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ლიეტუვისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ თურქები ისლანდიის ჰიმნის დროს (ვიდეო)

14 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ისლანდია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” იბრაჰიმოვიჩის შეცვლა კავანით სურს

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” ხელმძღვანელობა გუნდიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. სპორტული ჟურნალისტი ჯანლუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანჩოს “ბორუსიას” დატოვება სურს, “ლივერპული” საქმის კურსშია

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის საზღვრების დატოვება სურს. მისი გადაბირების მსურველთა სიას კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემის “ინტერის” მომდევნო სამიზნე ლუკა მოდრიჩია

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, “ინტერ მაიამის” ფეხბურთელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი: “ტელეფონის მაღვიძარის მელოდიაზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მაქვს შერჩეული

“სალსბურგის” 19 წლის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მორიგი სახალისო კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ყოველ დილას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ახლა დაუბრუნდით ბეისბოლის ყურებას” – იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსი” ოფიციალურად დატოვა. შვედმა თავდამსხმელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიბო კურტუა: “მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ”

ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა, რომელიც მადრიდის “რეალში” გადაბარგების შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლში არაერთხელ გახვეულა, თვლის, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა