ზუგდიდმა გორში სენსაციურად იმარჯვა

დინამო – კოლხეთი 1:0
თბილისი. დინამო არენა
1:0 ჯიღაური (39)
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 8), მ.ცინცაძე (პარუნაშვილი 83), კაკაბაძე, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, რენე ფერეირა (გურული 46), ჯიღაური, ზ.ჭელიძე, ქვილითაია, ა.იაშვილი, გ.თევზაძე
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, კაკულია (ჟიშკარიანი 56), ზ.თევზაძე, ლემონჯავა, ნ.სიჭინავა, ჩაკვეტაძე, გურეშიძე, გიგაური, ქებურია (კუხალეიშვილი 62), კოშკაძე 9გოგონაია 64)
ცოტა მოულოდნელი შედეგი, მაგრამ ვერც თამაშიდან გამომდინარე იტყოდა კაცი, რომ სხვა ანგარიში უფრო ლოგიკური იქნებოდა.
„დინამო“ უდავო ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ კოლხებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. მეტც, ანგარიშის გახნა მათ შეეძლოთ, მაგრამ ჰრდლიჩაკას შეცდომის შემდეგ ბურთი ცარიელი კარიდან რენე ფერეირამ გამოიტანა. კუთხურის შემდეგ კოლხებმა ძელსაც გაატყეს ბურთი, დამატებაზე ვერავინ ივარგა, ჰრდლიჩკამ კი ტრავმა მიიღო და მოედანი უკვე მე–8 წუთზე დატოვა.
საინტერესო და საგოლე მომენტები ბევრი არ იყო. ერთ–ერთი მათგანი გოლად ჯიღაურმა აქცია, რომელსაც შესანიშნავი პასი იაშვილმა გაუკეთა.
მეორე ტაიმში დასამახსოვრებელი მომენტი იყო დინამოელების, კიტეიშვილის ხარიხას გარტყმული ბურთი, კაკაბაძის სახიფათო დარტყმა და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ფოთელი კუხალეიშვილის მიერ გაცუდებული შანსი.
1:0 ის ანგარიშია, რომელიც თანაბარ მეტოქეებს დამშვიდების საშუალებას არ მისცემდა, მაგრამ საპასუხო მატჩის წინ „დინამო“ მაინც უდავო ფავორიტად რჩება.
ჭიათურა – ტორპედო 0:1
იმერული დერბი 73–ე წუთზე დავით კირკიტაძე ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. საპასუხო მატჩის წინ ყველაფერი გარკვეულია – „ტორპედოს“ დიდი უპირატეობა აქვს.
დილა – ზუგდიდი 1:2
ყველაზე სენსაციური შედეგი. გორელები უდავო ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მეგრელები შინ სასურველი შედეგით ბრუნდებიან.
ანგარიში 31–ე წუთზე გიორგი ბულია, რომელიც 57–ე წუთზე ირაკლი მოდებაძე გაქვითა, მაგრამ მატჩის ბოლომ დიმიტრი თუთბერიძემ „ზუგდიდს გამარჯვება მოუტანა.
გურია – სიონი 0:2
გიორგი მიქაბერიძისა და გიული მანჯგალაძის გოლებით „სიონმა“ პრაქტიკულად გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი. არადა, სპეციალისტები უფრო საინტერესო ბრძოლების მოლოდინში იყვნენ.
სამტრედია – ლიახვი 3:0
„ლიახვს“ ეყო ის სენსაციური შედეგი, რომელიც პირველ ეტაპზე გამოაცხვეს. „სამტრედიამ“ ლაშა შერგელაშვილის, დავით რაჟამაშვილისა და თემურ მარკოზაშვილის გოლებით მიიღო ის უპირატესობა, რომელიც საპასუხო მატჩის წინ დამშვიდების საშუალებას მისცემს.
საპოვნელა – ჩიხურა 0:2
თერჯოლელებს თასისთვის არ სცხელათ და მათთვის პრიორიტეტი უმაღლეს ლიგაში დარჩენა იქნება. „ჩიხურა“ კი სათასო გუნდი რომ არის, ამ მატჩშიც დაამტკიცა. გოლები მიხეილ სარდალიშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ გაიტანეს.
შუქურა – ცხინვალი 3:1
საინტერესო მატჩი, საინტერესო შედეგით. მართალია, მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, მაგრამ საპასუხო მატჩი წინ არის. „ცხინვალსაც“ ძალუძს ამ ჰანდიკაპის დაძლევა, თუმცა ასე გადაჭრით ვერავინ იტყვის.
ანგარიში ცხინვალელმა ლექვთაძემ მატჩის დასაწყისშივე გახსნა, მაგრამ ლაშა ჩალაძე, ლუკა გუგუჩიამ და გიორგი ჩელებაძემ ზღვისპირელებს კარგი ჰანდიკაპი მოუტანეს.
ვიტი – დინამო ბთ 3:2
სადღეისოდ სენსაციური შედეგი. ვეტერინარებმა საშინაო თამაში მოიგეს, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს – წინ მეორე მატჩია. თუმცა, რომ არა ბათუმელი ლუის ალბერტო, მცხეთელები სტუმრად მატჩს უფრო კომფორტულად შეხვდებოდნენ.