„ზუგდიდმა“ ხობის „კოლხეთს“ მოუგო და უმაღლესში დარჩა
ფოთში „ზუგდიდსა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის უმაღლესი ლიგის ადგილისთვის მატჩში გამარჯვება ზუგდიდელებმა იზეიმეს. უმაღლესი ლიგის განვლილი სეზონის მეთოთხმეტეადგილოსანმა პირველი ლიგის მესამეადგილოსანი ანგარიშით 2:1 დაამარცხა
29-ე წუთზე ხობელები ზურაბ ჭანტურიძის გოლით დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს კი წონასწორობა ლევან წურწუმიამ აღადგინა. მეორე ტაიმის მეექვსე წუთზე „ზუგდიდი“ გურამ სამუშიას გოლით დაწინაურდა. სათქმელია, რომ 52-ე წუთზე გოლის ავტორმა ყვითელი ბარათი მიიღო, ექვს წუთში კი მეორე ყვითელითაც „დასაჩუქრდა“. ზუგდიდელები კაცნაკლულნი 74-ე წუთამდე იყვნენ, რის შემდეგ „კოლხეთის“ რიგებიდან ასევე მეორე ყვითელი გიგა წურწუმიამ მიიღო.
ამ გამარჯვებით „ზუგდიდმა“ შემდეგ სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
„ზუგდიდი“ – „კოლხეთი“ (ხობი) 2:1
გოლები: წურწუმია 45′, გურამ სამუშია 51′ – ჭანტურიძე 29′
გაფრთხილებები: თუთბერიძე 23′, გურამ სამუშია 52′, 58′, ცოტნე სამუშია 78′ – ფიფია 30′, წურწუმია 58′, 74′, ონიანი 88′
გაძევება: სამუშა 58′ – წურწუმია 74′