“ზუგდიდმა” შეკრება ჩინელებთან მოგებით დასრულდა

თარიღი: თებერვალი 12, 2015

ზუგდიდელებმა ცამეტდღიანი თურქული შეკრება, ბოლო ტესტ-მატჩით დაასრულეს. ბოლო სპარინგ-პარტნიორი ჩინეთის პირველ-ლიგელი, „ჰუნან  ხიანგტაო“ გახლდათ. წინა მატჩების მსგავსად ზუგდიდელებს  ამჯერადაც მართებდათ პირველ ტაიმში, სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა ჩინელებმა პირველი თხუთმეტი წუთი, თანაბარ ორთაბრძოლაში გაატარეს. მეტოქე გუნდის მეკარემ თავდაპირველად ლუკა გუგუჩიას და ირაკლი ქობალიას დარტყმები მოიგერია, ხოლო ლევან კუტალიასდარტყმული ერთ-ერთ მცველს მოხვდა. ზუგდიდელთა ერთ-ერთი იერიშისას, ჩინელებმა თამაშის წესი დაარღვიეს.  შოთა ლომიას შესრულებულ სტანდარტულს ყველაზე სწრაფად,  გიორგი პაჭკორია გამოეხმაურა და თავური დარტყმით, ბურთი ცხრიანში გაახვია.

გაშვებული გოლის შემდეგ, ისედაც სწრაფად მოქმედი მეტოქის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ და რამდენჯერმე შეუტიეს ზუგდიდელთა კარს,   მაგრამ ზუგდიდელთა კიპერი,   მინდია ბობღიაშვილიც ზუსტად მოქმედებდა. 27-ე წუთზე ჩინელთა კარი აშკარა  გოლისგან მათმა მეკრემ იხსნა. ლევან წურწუმიას მარცხენა ფლანგური გადაცემა, ზუსტი თავურით ირაკლი ქობალიამ  დაასრულა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ჩინელმა მეკარემ საოცარი სისწრაფის ხარჯზე, ბურთი „ცხრიანიდან“  მოხსნა.

მეორე ტაიმშიც სათამაშო ტემპი შენარჩუნდა და დროდადრო ჩინელებიც, აქტიურად უტევდნენ – ისინი  მთლიანობაში კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს. 56-ე წუთზე ზუგდიდელთა მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული იერიში, დათა რიგვავამ კარგად გააგრძელა და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვედან დაარტყა, ჩინელთა ერთ-ერთმა მცველმა კი ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერმეტრიანი ზუსტად შოთა ლომიამ შეასრულა და ანგარიშიც ორამდე გაზარდა.

ზუგდიდელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ არაერთი მომენტი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. თამაშში კარგად ჩაერთო შეცვლაზე შემოსული ავთო ენდელაძე და იგი მარცხენა ფლანგიდან, კარგად ახორციელბდა შეტევებს. ავადმყოფობის გამო კი დღევანდელ შეხვედრაში, მონაწილეობა, გოდერძი მაჩაიძესა და დათო მეგრელიშვილს არ მიუღიათ.

თურქეთი, სიდე, 11 თებერვალი

ზუგდიდი – ჰუნან ხიანგტაო 2:0

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, რიგვავა, ღონღაძე, პაჭკორია, აკობია, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ქობალია

შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, კობერიძე, ფარჯიკია, დ.ქირია, ნარმანია, კუკავა

fczugdidi.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ვესტ ჰემის” სტადიონის გამომცხადებელს მატეო გენდუზი და დავიდ ლუისი ერთმანეთში

10 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენიტესი: “ჩემი დაბრუნების შანსი ნულის ტოლია”

“ლივერპულისა” და “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის ამ ეტაპზე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “მწვრთნელს თავისი ჩემოდანი ყოველთვის მზად აქვს”

იტალიურ პრესაში “ნაპოლის” არასახარბიელო ასპარეზობის ფონზე ხშირად იწერება კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შანსებზე. ბოლოს “ნეაპოლიტანე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს “ტოტენჰემში” მარუან ფელაინის მიყვანა სურს

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, ლონდონში “შანდუნ ლუნენის” ღირსების დამცველის, მარუან ფელაინის, მიყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: რა დაემართა დიეგო მარადონას მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა კვლავაც ყურადღების ცენტრშია. არგენტინის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ხიმნასიას” მთავარმა მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” თავკაცის პოსტზე ანჩელოტის გატუზო შეცვლის

ჩემპიონთა ლიგაზე “გენკის” წინააღმდეგ ხვალ გასამართი მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტის “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტს, სავარაუდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მონპელიეს” მწვრთნელი: “ნეიმარი ყოველთვის ტირის”

“მონპელიეს” მთავარმა მწვრთნელმა, მიშელ ტერ ზაკარიანმა “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ პრესასთან ნეიმარი გაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და პიკე “ინტერთან” არ ითამაშებენ

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მილანის “ინტერთან” ჩასატარებელი მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრიბუნაზე დაჭერილი მაისურის გამო “მილანის” ერთმა ფანმა მეორე დანით დაჭრა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “ბოლონიას” და “მილანს” შორის გამართული მატჩის (2:3) შემდეგ უსიამოვნო ფაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუბო: “ბარსელონას” ფანებისგან სტვენას ვიმსახურებ”

მადრიდის “რეალიდან” “მალიორკაში” განათხოვრებულმა ტაკეფუსა კუბომ “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” მატჩში მო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტეს “ინტერში” მარკოს ალონსოს დამატება სურს

მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ მარკოს ალონსოთი დაინტერესდა. იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნერიაძურის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფეხბურთელების გაყიდვით 200 მილიონს თუ ვერ გამოიმუშავებს, დაისჯება

გავლენიანი ესპანური გამოცემა მარკა ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის დიდი საფრთხის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ჩემი ვაჟი სონს სონალდოს ეძახის”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერ სონ ჰინ მინზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: ბაკაიოკოს საკუთარი ნომერი არ ახსოვდა და ეგონა, რომ ცვლიდნენ (ვიდეო)

7 დეკემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “მონაკომ” საკუთარ მოედანზე “ამიენი” მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა