”ზუგდიდს” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაეშალა
საფეხბურთო კლუბმა ”ზუგდიდმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ამჯერად საუდის არაბეთის კლუბ ”ალ რაედის” წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
შეხვედრა ნისლიან ამინდში დაიწყო, მსაჯმა თამაში 70-ე წუთზე ძლიერი ნისლის გამო შეწყვიტა.
ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, 46-ე წუთზე საბა ლომიას ნაცვლად კუკავა ჩართო თამაშში..
ოთარ გაბელია: „უამინდობის გამო იცით, რომ ერთი შეხვედრა ორჯერ გადაგვედო და ამიტომ ზედიზედ ორი თამაშის გამართვა მოგვიწია. გუშინ არაბულ კლუბს ვეთამაშეთ და დღესაც არაბებთან გვქონდა თამაში. ვინაიდან წინა დღით ნათამაშები გვქონდა, დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება მოვახდინეთ, თუმცა მთლიანობაში მაინც ძირითადი კონტიგენტი იყო და თავიდანვე ოდნავ გაუჭირდათ, მაგრამ თამაშით, გარჯით და საერთოდ ჩვენი გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ, თუ არ ჩავთვლით რიგ ეპიზოდებში გარკვეულ შეცდომებს, რაც თამაშის დროს თანამდევია, ფეხბურთელები ზუსტად ასრულებდნენ დავალებებს. თურქულ შეკრებას ვასრულებთ, მაგრამ დარჩენილ დღებსაც აქ მომზადებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ“.
ოთარ გაბელიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ზარქუა, იოსელიანი, აფაქიძე, ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, ტყემალაძე, ლაშხია, შ.ლომია, ჭანკოტაძე, ს.ლომია (კუკავა 46)
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯომიდავა, სიხარულია, ქირია, წურწუმია, სამუშია, ნარმანია