ზურაბ დათუნაშვილი: “მინდა, მადლობა გადავუხადო გეგეშიძესაც”
სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს. 29 წლის სპორტსმენი ამბობს, ის, რაც მან ბოლო წლებში გამოიარა, მოტივაციის წყაროდ გარდაქმნა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო გეგეშიძესაც, მიუხედავად იმისა, რომ არაფერში არ ვეთანხმები და დღესაც ვფიქრობ, არ იმსახურებს იმ თანამდებობას, რაც მას დღეს უკავია საქართველოში. მადლობა იმისთვის, რომ რაღაცნაირად აღმომაჩნდა ის ძალა, თუ არ ვიცი, რა დავარქვა, რომ ჩემთვის ის პრობლები და რაც გამოვიარე, გარდავქმენი მოტივაციის წყაროდ და გუშინ ევროპის ჩემპიონატი მესამედ მოვიგე”, – განაცხადა დათუნაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ზურამ სერბეთის მოქალაქეობა გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ მიიღო. ის გუშინ ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა, სერბეთის სახელით კი ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.