ზურაბ დათუნაშვილი: “თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი”

თარიღი: მარტი 29, 2019

ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. 27 წლის სპორტსმენი აპირებს, რომ საქმის კურსში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტი ჩააყენოს.

“გამარჯობა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი 23 თებერვალს გაიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და რომელზეც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო გეგა გეგეშიძეს სპორტის სასახლეში ჩადენილ საქციელზე თანამდებობის დატოვებით ეგო პასუხი. თუმცა სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობაც არ ყოფილა და ერთადერთ გამოსავლად პრეზიდიუმის წევრებმა ჩემი გეგასთან შერიგება მიიჩნეს.

როგორც 23 თებერვალსვე განვაცხადე, მე ამაზე ვთქვი უარი და ცალსახად აღვნიშნე, რომ გეგა გეგეშიძისა და მისი გუნდის ფედერაციის სათავეში ყოფნის პირობებში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აღარ გავაგრძელებდი. პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა. მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე – იძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი ფაქტის, მტკიცებულებისა და არგუმენტის ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა გახდა შეუძლებელი. ახლა კიდევ უფრო გასაგები ხდება სხვა სპორტსმენების დუმილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არის ხელშეუხებელი და რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას პასუხისგება არ უწევს. როგორც მე დავდექი იმის წინაშე, რომ იძულებული ვარ კარიერა დავასრულო, ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ სხვებიც. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ვინც ჩემ გვერდით არის ფედერაციამ მათთან ანგარიშწორება უკვე დაიწყო, მაგალითად მწვრთნელ ზურა შელიას მოუხსნეს ხელფასი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია მუდმივად აცხადებდა, რომ ნაკრებთან ვარჯიში გამეგრძელებინა და რომ ყველანაირი პირობა შემექმნებოდა, ამის პარალელურად მეც მომიხსნეს ხელფასი. რეალურად, მას შემდეგ რაც ზემდგომი პირების მიერ არაჯანსაღი გარემოს შექმნაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბარი დავიწყე, ჩემ მიმართ სხვადასხვა მეთოდით ბრძოლა დაიწყეს და პრობლემების შექმნას ყველანაირად ცდილობდნენ. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მესმის იმ ბიჭების, რომლებმაც საკუთარი კარიერის გადარჩენის გამო არჩიეს სიჩუმე, თუმცა ერთადერთი რაც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ არის იმ სპორტსმენების და რა მარტო სპორტსმენების დამოკიდებულება, რომლებიც სიჩუმეს ე.წ. “ძველბიჭური” მენტალიტეტით ხსნიდნენ. რეალურად კი დადგნენ უღირსი პოლიციელის გვერდით, რომელიც ადამიანების ცემაში ფულს იღებს და ამით საქვეყნოდ ცნობილია. ასეთ საქციელს ჰქვია ვირთხობა და არა “ძველბიჭობა”. მე კი პატივს სიმართლის მთქმელ ადამიანებს ვცემ და არა სისტემის ვირთხებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა – ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.

ვიცი, რომ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ხნის განმავლობაში მომდიოდა უამრავი შეტყობინება, შესაბამისად თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან მივიღე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდა ლიანა ჯოჯუას ცხვირი ბრძოლის შემდეგ – დანა უაითი ფოტოებს აქვეყნებ

24 ოქტომბერს ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ მირანდა მავერიქს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლიანა ჯოჯუას პირველი კომენტარი მირანდა მავერიქთან განცდილი მარცხის შემდეგ

UFC-ის მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ მირანდა მავერიქთან განცდილი მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“არა, არა, გთხოვთ!” – ლიანა ჯოჯუას ბრძოლა შეაჩერეს (ვიდეო)

24 ოქტომბერს, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ მირანდა მავერიქს დაუპირისპირდა. პირველ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მირანდა მავერიქი: ‘ჯოჯუამ დიდი შეცდომა დაუშვა, მან მითხრა, რომ…”

24 ოქტომერს, ლიანა ჯოჯუა UFC-ში მესამე შეხვედრას გამართავს. ქართველი მებრძოლი ამერიკელ მირანდა მავერიქს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლიანა ჯოჯუას მეტოქემ ხელი არ ჩამოართვა – ქართველმა წონა ჩააბარა! (ვიდეო)

ხვალ, UFC-ში მესამე ბრძოლას გამართავს ლიანა ჯოჯუა, რომელიც ამერიკელ მირანდა მავერიქს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ერთი დღით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ფოტო გამოაქვეყნა მაკგრეგორმა ხაბიბი – გეიჯი პრესკონფერენციის შემდეგ?

24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC-ში ტიტულისათვის ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და ჯასტი გეიჯი დაუპირისპირდებიან. 21 ოქტომბერს მებრძოლებმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა

21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის საგანაგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც უკავშირდებოდა [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

მატეუშ გამროტი: “ბრძოლის შემდეგ, გურამს რესტორანში შევხვდი”

UFC-ის პოლონელმა მებრძოლმა, მატეუშ გამროტმა გურამ ქუთათელაძესთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქუთათელაძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძე: “მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი!”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება მოგაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გამარჯობა, ჩემო [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის შემდეგ – ბონუსი ქართველს!

18 ოქტომბერს გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხამზატ ჩიმაევის რეაქცია გურამ ქუთათელაძის გამარჯვებაზე (ვიდეო)

View this post on Instagram Как радуется Хьамзат Чимаев победе своего грузинского друга @guram_dze 🔥 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ეს სისულელეა” – ქუთათელაძე UFC-ში მოგებული ს

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო! (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. 29 წლის მებრძოლი დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძე – მატეუშ გამროტი (პირისპირ დგომი)

17 ოქტომბერს UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის დებიუტი შედგება. გურამი პოლონელ მატეუშ გამროტს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღეს გიგა ჭიკაძემ და ილია თოფურიამ დღეს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ?

11 ოქტომბერი ქართული MMA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს, ისტორიაში პირველად, UFC-ის ერთ ღონისძიებაზე ორმა […]...
წაკითხვა