ზურაბ ხიზანიშვილმა “ნეფთჩის” გაუტანა (ვიდეო)
დღეს აზერბაიჯანის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. “ბაქსელ არენაზე” ერთმანეთს ადგილობრივი “ნეფთჩი” და ბაქოს “ინტერი” დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელს ქართველი სპეციალისტი, ზაურ სვანაძე წვრთნის. სწორედ “ინტერში” გამოდის ქართველი ვეტერანი მცველი, ზურაბ ხიზანშვილი.
შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში მასპინძლები ორი ბურთით გავიდნენ წინ. შეხვედრის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე ხიზანიშვილმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. საბოლოოდ – 2-1.
ქართველების კლუბი 20 ქულით მესამე ადგილზეა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა: