ზურაბ ცისკარიძე: “დამატებითი ტაიმებისა და პენალტების სერიის ხილვას ვისურვებდი”

თარიღი: ივლისი 10, 2016

Fanebi.Com-ი უკავშირდება ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს და მათ ევრო 2016-ის ფინალის შესახებ სთხოვს თავიანთი აზრის დაფიქსირებას. ამჯერად, ჩვენი საიტის რესპოდენტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ზურაბ ცისკარიძეა, რომელსაც სურს, რომ ფინალში პენალტების სერია დაინიშნოს.

“ვფიქრობ, რომ ფინალში საფრანგეთი გაიმარჯვებს, მაგრამ მე კრიშტიანო რონალდუს დიდი ფანი ვარ და მინდა, მან პორტუგალიის ნაკრებთან ერთად დიდი ტურნირი მოიგოს. რონალდუ ძალიან ბევრს შრომობს და ის ამას იმსახურებს.

ჩემი აზრით, კარგი თამაში გველის. ოირვე გუნდს ბრწყინვალე შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. მეტი დაძაბულობისათვის, დამატებითი ტაიმებისა და პენალტების სერიის ხილვას ვისურვებდი”, – განაცხადა ჩეხური “ტეპლიცეს” მარცხენა მცველმა.

მსგავსი სიახლეები