ზურაბ ცისკარიძემ “მინესოტას” ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან გაუტანა (ვიდეო)
26 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მეორე დივიზიონში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე “სან ანტონიო სკორპიონსი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც მე-9 წუთზე მეტოქის კარი საკუთარი ნახევრიდან, საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.
ცნობისთვის, ცისკარიძე თბილისში 1986 წელს დაიბადა, ის აშშ-ის მოქალაქეა და “სან ანტონიო სკორპიონსის” გარდა, “მაიმიში”, “მორეალ იმფაქტში”, რუსულ “ამკარსა” და ტაილანდურ “ბანგკოკ გლასში” უთამაშია.