ზურაბ ზვიადაურმა ნიკა კენჭოშვილის ოჯახს ციხიდან წერილი გაუგზავნა
20 აგვისტოს, ოლიმპიური ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ადვოკატები შეხვდნენ. ადვოკატებმა ციხიდან ზვიადაურის წერილი გამოიტანეს, რომელიც ვეტერანმა სპორტსმენმა მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს გაუგზავნა.
ადვოკატის თქმით, ზვიადაური ნიკა კენჭოშვილის ოჯახს უსამძიმრებს.
“მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა. მოწმეებს ჩვენს გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს იმიტომ, რომ არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში”, – ციტირებს ტარიელ მურმანიშვილის სიტყვებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებ-გვერდი.
ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.