ზურიკო დავითაშვილი ხვიჩაზე: “როგორც ძმები, ისე ვართ”
საქართველოს ნაკრებისა და ტულის “არსენალის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან” მისი და კვარას შესახებ ისაუბრა.
“საკუთარ თავთან მუშაობამ გამზარდა, როცა უფრო მეტს სთხოვ შენ თავს პროფესინოალიზმის მხრივ, ვარჯიშით, შრომით ყველაფერს მიაღწევ და რაღაცისთვის თუ გადადებ თავს, ყოველთვის გიფასდება”
“როგორც ძმები, ისე ვართ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ბოლო დროს ჩავარდნა ჰქონდა, ასე ყველას ემართება და არც ხვიჩაა გამონაკლისი. მერე ყველამ ვნახეთ სანაკრებო თამაშში, ორი გოლი გაიტანა და გვანახა რა შეუძლია. ახლაც ფეხი აწუხებდა. ისე ვერ იყო და ცოტა მწვრთნელთანაც ურთიერთობები. წასვლა სურს, მაღალ კლუბში თამაში და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიხილავთ მაგარ გუნდში”, – განაცხადა ზურიკომ.
დავითაშვილი მიმდინარე სეზონში “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო, კვარას “რუბინში” მწვრთნელ სლუცკისთან ურთიერთობა დაეძაბა და ნაკლებად შედეგიანია.