ზუროსი: “მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს”

თარიღი: სექტემბერი 14, 2018

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისრაელთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ბერძენმა სპეციალისტმა ისრაელთან გამართული მატჩი შეაფასა და საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ კალათბურთელებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს.

“პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემს მოთამაშეებს გამარჯვება მივულოცო. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდნენ. ამ დარბაზში თამაში რთულია. ეს ფანჯარა ყველა გუნდისათვის რთულია, რადგან კალათბურთელები ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ და ვარჯიშისათვის ცოტა დროა. კარგი შეხვედრა მოვიგეთ, ახლა კი საბერძნეთთან გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა ფანებს, რომლებმაც დიდებული ატმოსფერო შექმნეს. კალათბურთისათვის მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის პიკ-ენ-როლის დაცვა ყველაზე რთული იყო. გამოვიყენეთ უფრო ახალგაზრდა გოგა ბითაძე, რომელიც მზად იყო ბლოკების გასაკეთებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი პიკ-ენ-როლის შეჩერება იყო.

მაიკლ დიქსონმა ჩვენთან სამი წელი გაატარა და დასვენების დრო მოვიდა. მაიკლი საქართველოს ნაკრებში მოგვიანებით ისევ ითამაშებს. ტედ მაკფადენიც ჩვენი გუნდის წევრია. დღევანდელ მატჩში მეტ ჯენინგის გამოყენება გადავწყვიტეთ. თქვენ იცით, რომ მსროლელები მაღალ მოთამაშეებს საქმეს უადვილებენ. ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინასწარ არ ვიცით, ვინ დაგვეხმარება კონკრეტულ ფანჯარაზე. ეს მეტ ჯენინგის პირველი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში.

ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის მიზანი მხოლოდ მოგება არ არის, ახალგაზრდა კალათბურთელების გამოყენება უნდა დავიწყოთ. ჩვენ უკვე გვყავს რატი ანდრონიკაშვილი და ასევე, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მომავალში ითამაშებენ”, – განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს, თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ირაკლი ხოშტარია “არისთან” განადგურების შემდეგ: “პასუხისმგებლობას საკუთარ

“არისთან” 24 ქულით განადგურების შემდეგ თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ პირველი კომენტარი გააკეთა. „რთ...
წაკითხვა
კალათბურთი

ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა!

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა. მუხლის ტრავმის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ირაკლი ხოშტარია:”არისი” ფავორიტია, მაგრამ უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ “არისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის წინ კომენტარი...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამომ” 5 ლეგიონერი დაიმატა და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

საკალათბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას პოსტი სოციალურ ქსელში საბერძნეთთან მარცხის შემდეგ

საკართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ გულშემატკივრებს გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც იცით, მსოფლიოს 2019 [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ტანასის სკორტოპულოსი: “ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა”

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტანასის სკორტოპულოსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “დღ...
წაკითხვა
კალათბურთი

კალატესი: “ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ნაკრებში”

საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელმა, ნიკ კალატესმა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “საქართველოს ნაკრებს კარგ თამაშს ვულ...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსი: “გამარჯვებას ვიმსახურებდით”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა საბერძნეთთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართ. “პირველ რიგში,...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

16 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსი: “ჩვენთვის საბერძნეთთან თამაში დიდი გამოწვევაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 სექტემბერს საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდმა 2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გულშემატკივრობდნენ კაშია და ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს ისრაელთან (ვიდეო)

13 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ისრაელი 85:80 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ისრაელი დაამარცხა

13 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის პირველ მატჩში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა ნაკრები ისრაელთან მატჩის წინ ნოკია არენაზე ავარჯიშა

ზუსტად 1 წლისა და 1 კვირის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თელ ავივის “მენორა მივტახიმის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამოს” ყოფილი კაპიტანი ილია ლონდარიძე “ტიტებში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი და სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ილია ლონდარიძე კარიერას “ტიტებში” გააგრძელებ...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი […...
წაკითხვა