ზუსტად 7 წლის წინ: ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევის სიცოცხლე გადაარჩინა (ვიდეო)
2014 წლის 30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართული მატჩის 23-ე წუთზე მოედანზე ინციდენტი მოხდა. კიეველთა ფეხბურთელ ოლეგ გუსევს თავის არეში მეკარე ბოიკოს თავი მოხვდა. გუსევმა გონება დაკარგა და მას პირველი სამედიცინო დახმარება “დნიპროს” ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ გაუწია.
ამის შემდეგ, გუსევი გონს მოვიდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ არა ჯაბა კანკავას სწრაფი რეაქცია, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ეს ინციდენტი ტრაგიკულად დასრულებულიყო. ამ მატჩიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კიევის “დინამომ” ქართველი ფეხბურთელი გამოჩენილი მამაცობისათვის მედლით დააჯილდოვა.
#respect to when #kankava saved #gusev life ❤️🙌🏻 pic.twitter.com/Dh0REoyNVL
— saif al-turki (@Saifalturki33) October 20, 2016