ზუსტად ერთი წელი რეიესის ტრაგიკული დაღუპვიდან – გამოძიების დასკვნა ცნობილია

თარიღი: ივნისი 1, 2020

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის პირველ ივნისს ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. დასრულდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და გამოძიების ოფიციალური დასკვნაც გამოქვეყნდა. როგორც აღმოჩნდა, მომხდარ ფაქტში ერთადერთი დამნაშავე სწორედ რეიესია.

უბედური შემთხვევა ქალაქ უტრერას მახლობლად მოხდა. ავტომობილი, რომელსაც თავად რეიესი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი წაეკიდა. ფეხბურთელთან ერთად დაიღუპა მისი ბიძაშვილი ხონატან რეიესი, მეორე ბიძაშვილი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ავარიის მიზეზად საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევა დასახელდა. კერძოდ, ავტომობილი თითქმის 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ავარიების საგამოძიებო განყოფილების ექსპერტებთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევის საბოლოო მიზეზები გამოაცხადა. ექსპერტების წინასწარი დასკვნები დადასტურდა – რეიესმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესები. კერძოდ, ფეხბურთელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა სიჩქარეს. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დასაშვებია 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. ესპანელმა სპორტსმენმა დაშვებულ ზღვარს 67 კმ/სთ-ით გადააჭარბა.

მანამდე ვრცელდებოდა ტრაგედიის გამომწვევი სხვა მიზეზი, რომლის მიხედვითაც, საბურავი გასკდა, რეიესმა სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა, ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ლითონის ღობეს დაეჯახა, რის შემდეგაც რამდენჯერმე გადატრიალდა და ცეცხლი წაეკიდა. იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო საფარის მდგომარეობა იდეალური იყო, ეს ვერსია გამოძიების მიმდინარეობისას გამოირიცხა.

პროკურატურად დაასკვნა, რომ რეიესის ქმედება დანაშაულის ერთდროულად ორ მუხლს მოიცავს – დაუდევრობით ჩადენილი მკვლელობა და დაუდევრობით მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება. რეიესის დაღუპვის გამო პროკურატურამ სასამართლოს სისხლის სამართლის პროცესის დასრულების თხოვნით მიმართა. საქმის გამოძიების გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ერთადერთი ბრალდებული გარდაცვლილია.

ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხოსე ანტონიო რეიესმა უგულებელყო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები და უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ფეხბურთელი რომ გადარჩენილიყო, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევდა, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევაში ესპანელს ბრალი ოფიციალურად დაუმტკიცდა.

ხოსე ანტონიო რეიესი ცნობილია ისეთ დიდ ევროპულ გუნდებში თამაშით, როგორებიცაა მადრიდის “რეალი”, “სევილია”, “ატლეტიკო”, ლონდონის “არსენალი” და ლისაბონის “ბენფიკა”. მას კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოუგია, მათ შორის ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები (გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც პრემიერლიგა მოიგო), ხუთჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგის თასი (რეკორდია), ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რეიესს “სევილიას” კაპიტნის რანგში ნათამაშები აქვს თბილისშიც, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩში. იმ შეხვედრაში ესპანელმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ქეცბაიას გიჟური აღნიშვნა და გოლი, რომელიც ინგლისში არასდროს ავიწყდებათ (ვიდეო)

1998 წელს ამ დღეს თემურ ქეცბაიამ “ბოლტონს” გამარჯვების გამტანი გოლი გაუტანა და მას შემდეგ რაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონმა” ბენიტესი გუნდიდან გაუშვა

“ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. 61 წლის ესპანელი სპეციალისტი “კანფეტებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ

დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” სალაჰის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

“ლივერპულსა” და გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრთხე დაემუქრა. ბრიტანული გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი ლეიბორისტებს შეუერთდა და მერობის პოსტისთვის იბრძოლებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი გარი ნევილი პოლიტიკაში მიდის. ის ერთ-ერთ მთავარ ბრიტანულ პოლიტიკურ ძალას – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდის ფინტები საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო)

Ferland Mendy Skills vs Barcelona#ElClasico #BarcelonaRealMadrid pic.twitter.com/zqXj7hrH2f — Chebli Ishaq (@IshaqChebli) January 12, 2022...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრის მაგუაირმა გოლი ყოფილი მწვრთნელის წინ აღნიშნა (ვიდეო)

11 დეკემბერს, ინგლისის ლიგა ერთში “სანდერლენდმა” საკუთარ მოედანზე “ლინკოლნ სიტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენდი ქეროლს 60 წამში ორი ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს

ფეხბურთის გულშმატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ენდი ქეროლი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “რედინგის” ღირსებას იცავს. 11 იანვარს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუდეკი: “ვერც კი წამოიდგენთ, რას ეუბნებოდა მესი პეპესა და რამოსს”

ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც ის საკუთარ კარიერაზე და მნიშვნელოვან ეტაპზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა მიმდინადრე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულოს. “სამეფო კლუბი” 32 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან” ასტრონომიულ ხელფასს

კატალონიის “ბარსელონამ” ძალიან ბევრჯერ ეცადა უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯერ კვლავაც უშედეგოდ. დემბელე...
წაკითხვა