ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან შეხვედრების შემდეგ ფეხბურთის განვითარების პროექტი ჟურნალისტებს წარუდგინა.
აღნიშნული პროექტი 3-წლიანია და წელიწადში 33 მილიონი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს, რაც ჯამში 99 მილიონ ლარი გამოდის. უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან თითოეული 1,5 ლარს მიიღებს.
აღნიშნულ პროექტში უმაღლესთან ერთად, პირველი ლიგის გუნდებიც იქნებიან ჩართულები და წელიწადში 400000 ლარს მიიღებენ. პროექტის თანახმად, პირველ ლიგაში 18 გუნდი მოიაზრება.
საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ლიგისა და თასის გათამაშების საპრიზო ფონდი კი 7,8 ლარი იქნება.
სიჭინავას თქმით, აღნიშნული პროექტი გულისხმოს არა დაფინანსებას, არამედ კლუბების განვითარებას. სამწლიანი დახმარების შემდეგ, კლუბის მენეჯმეტი იმ დონეზე უნდა იყოს განვითარებული, რომ გუნდმა დამოუკიდებლად შესძლოს არსებობის გაგრძელება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას თანხასთან არანაირი შეხება არ ექნება და კლუბები თანხას პირდაპირ სახელმწიფოსგან მიიღებენ.
ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ადგილი ფეხბურთის პოპულარიზაციასაც ეთმობა. საუბარია სკოლბურთის განვითარებაზე.
ასევე, პროექტში გათვალისწინებულია, უეფას და სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ფეხბურთის განვითარების სამი ცენტრის გახსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი აღიზრდება.
ზვიად სიჭინავამ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან, ფედერაციამ 2 400 000 ლარი კლუბებს გადასცა. სავარაუდოდ ეს თანხა უმაღლესი ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში დაერიცხებათ.
სიჭინავამ თემურ ქეცბაიას ხელფასზეც ისაუბრა. ამიერიდან ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებას ფეხბურთის ფედერაცია გადაიხდის და ის წინა ციკლთან შედარებით 30 პროცენტით ნაკლები იქნება.
ხელუსიფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ასევე განიხილებოდა 2015 წლის სუპერთასის ჩატარების დეტალები. კერძოდ კი აეროპორტის გაფართება, სასტუმროები და ქალაქში ფან-ზონების მოწყობა.
ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2017 წელ ევროპის ჩემპიონატის 19-წლამდელთა ფინალური ეტაპის მისპინძლობაზე გეგმავს ოფიციალური განცხადების შეტანას.
ტურნირის საქართველოში ჩატარების შემთხვევაში, პირველობას ოთხი სტადიონი: “დინამო არენა”, “მიხეილ მესხი”, გორის “თენგიზ ბურჯანაძე” და რუსთავის “ფოლადი” მიიღებენ. “ბასა” “მცხეთა-პარკი” კი სავარჯიშო მოედნებად იქნება გამოყენებული.