ზვიადაური: “დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია სპორტის ეს სახეობა!”
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
“დავრწმუნდი, რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია ის სპორტის სახეობა, რომელიც ნომერ პირველი იყო საქართველოში! სამწუხაროა, რომ ვისავ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო, არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორტსმენების დაშლა!!!!
მადლობა თქვენ ბიჭებო! სიამაყეებო საქართველოსი, თუმცა მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი რაღანაირად უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი, რომ ყურადღება მიაქციონ მათაც! ალბათ, მთელი გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, რომ მივიპყროთ ყურადღება?! დარწმუნებული ვარ, ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს, რადგან ინტერესი დიდია ალბათ, ვიდრე იმ ბიჭებისა რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის, რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია, რომ ვიღაცეების ინტერეს გადაყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები”, – წერს ზვიადაური.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.