ჯერარდმა საკუთარ გუნდში ტერისა და ანრის უხმო
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” საქველმოქმედო მატჩის ჩატარებას აპირებს.
შეხვედრა 29 მარტს, “ენფილდ როუდზე” ჩატარდება და მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი შეარჩევენ. სწორედ ჯერარდი და კარაგერი უკაპიტნებენ მოედანზე გამოსულ გუნდებს.
ჯერარდმა უკვე დაასახელა საკუთარი გუნდი, რომელიც ასე გამოიყურება:
ბრედ ჯონსი (“ლივერპული”), იონ არნე რიისე (აპოელი, კვიპროსი), ჯონ ტერი (“ჩელსი”), სტივენ უორნოკი (“დერბი ქაუნთი”), რაიან ბაბელი (“ქასიმფაშა”, თურქეში), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”, გერმანია), კევინ ნოლანი (“ვესტ ჰემი”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიერი ანრი.