17 გუნდი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს
ამ დროისთვის 2018 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 17 ნაკრების ვინაობა ცნობილია და მათ სიას აქვე გთავაზობთ.
1. რუსეთი (ტურნირის მასპინძლის სტატუსით)
2. ბრაზილია (პირველი გუნდი სამხრეთ ამერიკის ზონიდან)
3. ირანი (პირველი გუნდი აზიის ზონიდან)
4. იაპონია (აზიის ზონა)
5. მექსიკა (პირველი გუნდი კონკაკაფის ზონიდან)
6. ბელგია (პირველი გუნდი ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპიდან)
7. სამხრეთ კორეა (აზიის ზონა)
8. საუდის არაბეთი (აზიის ზონა)
9. გერმანია (ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფის გამარჯვებული)
10. ინგლისი (ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის გამარჯვებული)
11. ესპანეთი (ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის გამარჯვებული)
12. ნიგერია (აფრიკული საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებული)
13. კოსტა რიკა (მეორე გუნდი კონკაკაფის ზონიდან)
14. პოლონეთი (ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის გამარჯვებული)
15. ეგვიპტე (აფრიკული საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის გამარჯვებული)
16. ისლანდია (ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფის გამარჯვებული)
17. სერბეთი (ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის გამარჯვებული)