18 კვირის ორსულმა სპორტსმენმა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობა მიიღო
ამერიკელმა შვიდჭიდელმა, ლინდსი ფლეჩმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობა მიიღო. ამაში გასაკვირი ის არის, რომ 31 წლის სპორტსმენი ამ დროს ორსულობის მე-18 კვირაში იყო.
“ფსიქოლოგიურად, ეს ძალიან რთული იყო, რადგან ვიცოდი, რომ 18 კვირის ორსული ტურნირში ისე ვერ ვიასპარეზებდი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თუმცა, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ქალს ეს შეუძლია. ჩემი ორსულობა რთულად დაიწყო. სამი თვის განმავლობაში ხშირი გულისრევა მქონდა, რამაც ჩემს ვარჯიშებზე გავლენა იქონია. სალიცენზიო ტურნირი სამი კვირის წინ ჩატარდა და არ ვიცოდი, იქ ვიქნებოდი თუ არა”, – უთხრა ფლეჩმა Yahoo Sports-ს.
31 წლის სპორტსმენს ტურნირის მიმდინარეობისას სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებების გადალახვა უწევდა, რაც ცხადია, მისთვის ძალიან რთული იყო. საბოლოოდ, შეჯიბრში მან მე-15 ადგილი დაიკავა.