დღის სატრანსფერო სიახლეები
ჰენდერსონი კონტრაქტს ახანგრძლივებს
სეზონის ბოლოს, “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ცნობილია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების თანახმად 2018 წლამდე უნდა დარჩეს გუნდში. შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონი “ლივერპულმა” 2011 წელს “სანდერლედიდან” გადაიყვანა
“ტოტენჰემს” რემი სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ტოტენჰემ ჰოტსპური” “ქუინს პარკ რეინჯერსის” ფეხბურთელის, ლოიც რემის ყიდვას შეეცდება. როგორც იცით, რემი ამჟამად “ნიუკასლში” არის განათხოვრებული. მან უკანასკნელ სეზონში 14 გოლი გაიტანა, რითიც მიიქცია არაერთი გუნდის ყურადღება.
ადილ რამი “სიტისა” და “არსენალს” სურს
“ვალენსიას” ცენტრალური მცველი, ადილ რამი “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” სურთ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორივე ინგლისური გუნდი შეეცდება გამოისყიდოს ფრანგი ფეხბურთელი. როგორც იცით, 28 წლის რამი “ვალენსიას” საკუთრებაა, თუმცა ის ადრიანო გალიანიმ “მილანში”, იჯარით გადაიყვანა.
მასკერანო “მანჩესტერში”
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ნახევარმცველით, მასკერანოთი დაინტერესდა. ცნობილია, რომ ზაფხულში არგენტინელი ფეხბურთელი საბოლოოდ აპირებს “ბლაუგრანას” დატოვებას, თუმცა მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. თუ პრესას დავუჯერებთ, მხოლოდ “იუნაიტედია” ამ მომენტისთვის, მასკერანოს მსურველი.
ოსვალდო “ვალენსიას” სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ვალენსია” “იუვენტუსის” ფორვარდის, ოსვალდოს ყიდვას აპირებს. როგორც იცით, ზამთარში 28 წლის არგენტინელი ფორვარდი “საუთჰემპტონიდან” შეუერთდა “ბებერ ქალბატონს”, თუმცა მან იტალიაში ვერ ითამაშა ისე, როგორც ინგლისში. სწორედ ამიტომ, ლაპარაკი მიდის მის წასვლაზე და პირველი კანდიდანტი, სადაც ოსვალდო წავა “ვალენსიაა”.
კაგავა “მანჩესტერში” დარჩება
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ზაფხულში, შინჯი კაგავა “მანჩესტერ იუნაიტედს” არ დატოვებს. ამის შესახებ, როგორც ჩანს თავად ფეხბურთელმა განაცხადა. ცნობილია, რომ კაგავას არ სურს ინგლისის დატოვება.
“ტოტენჰემმა” ჩიჩარიტოს შეთავაზება გაუკეთა
ცნობილი გახდა, რომ “ტოტენჰემ ჰოტსპურმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” ოფიციალური წინადადებით მიმართა. ამჟამად, შერვუდი ხავიერ ერნანდესით არის დაინტერესებული და ის მზად არის, რომ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადოს მექსიკელის სანაცვლოდ. როგორც იცით, ამას წინათ “ტოტენჰემი” დანი უელბეკითაც იყო დაინტერესებული.
“მანჩესტერ სიტი” ფრედით დაინტერესდა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდით, ფრედით “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემი” დაინტერესდა. 30 წლის ფრედი ამჟამად, “ფლუმინენესეს” ღირსებას იცავს და უცნობია აპირებს თუ არა ინგლისში გადაბარგებას. “მანჩესტერ სიტი” საეჭვოა, თუმცა “ტოტენჰემში” შესაძლებელია ვიხილოთ შემდეგ სეზონში ბრაზილიელი ფორვარდი.
სანია შეთავაზებებს ელის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბაკარი სანია “არსენალს” დატოვებს. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერებოდა, თუმცა ოფიციალურად ჯერაც არ გამხდარა ეს ფაქტი დადასტურებული. შეგახსენებთ, რომ სანიას წასვლის შესახებ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ბევრი იწერებოდა, თუმცა ის საბოლოოდ დარჩა ლონდონში.