Atletico De Madrid – 2 ფინალი 1 კვირაში
გასული, სეზონის ბოლოს, ვინმეს, რომ ეთქვა მადრიდის “ატლეტიკო” მაისში, ლა ლიგის პირველ ადგილზე იქნებაო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა მსმენელს, თუმცა… ფაქტი სახეზეა.
გუნდი, რომელიც 2012-2013 წლების სეზონში, ლა ლიგის ჩემპიონს, “ბარსელონას” მთელი 24 ქულით ჩამორჩა, ერთი სეზონის შემდეგ მასზე წინ არის და 86 ქულით გათამაშების ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
დიეგო სიმეონე, ამით არ დაკმაყოფილდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალშიც კი გაიყვანა.
ეს ყველაფერი კი “ატლეტიკომ”, მას შემდეგ მოახერხა, რაც კლუბიდან წავიდა რადამელ ფალკაო, ლიდერი, რომელმაც საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. მაშინ, როცა ყველა ელოდა, რომ მადრიდული გუნდის თამაშის ხარისხი, კიდევ უფრო დაბლა დაიწევდა, პირიქით მოხდა, აიწია, თან წარმოუდგენელ დონეზე.
დიეგო სიმეონემ, რომელიც მე-3 სეზონია უძღვება “ატლეტიკოს” ეს ყველაფერი ამ შემადგენლობით გააკეთა: დანი, დიეგო გოდინი, ფილიპე ლუისი, მარიო სუარესი, ტიაგო კოკე, ლოპესი, რაულ გარსია, დავიდ ვილა, არდა თურანი, კრისტიან როდრიგესი, ტობი, ტიბო კურტუა, ხავი მანკილიო, ხოსე ხიმენესი, დიეგო კოსტა, ხუანფრანი, დიეგო, ინსუა, მირანდა, სოსა.
ეს არის შემადგენლობა, რომელთაგანაც სეზონის წინ არცერთი არ ითვლეობდა ვარსკვლავად და მათი უმრავლესობა, არც ახლა ითვლება, თუმცა მათმა ერთობლიობამ წარმოუდგენელი გუნდი შეკრა და ეს ყველაფერი დიეგო სიმეონეს დამსახურებაა, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტი გამოდგა.
როგორც იცით, “ატლეტიკოს” ლა ლიგა ბოლოს 1996 წელს აქვს მოგებული, მას შემდეგ მადრიდულ გუნდს შანსიც კი არ ჰქონია, რომ შებრძოლებოდა კონკურენტებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ისინი მხოლოდ 1973 წელს იყვნენ ამ ტურნირის ფინალში, სადაც “ბაიერნთან” დამარცხდნენ.
ლა ლიგის ფაქტორი
როგორც ნახეთ, ლა ლიგა “ატლეტიკოს” ლამის 20 წელია არ მოუგია და მადრიდელი ქომაგი ამ თასის მოლოდინშია. ქომაგი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სეზონში ტიტულს. მიმდინარე სეზონში, ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ “ატლეტიკოს” ქომაგი იყო. რაც შეეხება ტურნირს, გათამაშების დაწყებიდანვე, მადრიდელები, ცხრილის სათავეში იყვნენ, “ბარსელონასთან” ერთად, თუმცა მე-5 ტურის შემდეგ, უკვე ყველა ფიქრობდა, რომ ეს გუნდი ვეღარ გაძლებდა და დაიწყებდა წაგებების სერიას, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ახალ წლამდე შესანიშნავად დაასრულა ნახევარი სეზონი სიმეონემ. რაც შეეხება, სეზონის მეორე ნახევარს, აქ უკვე ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ამდენს მიაღწევდა “ატლეტიკო”. აქ “ბარსელონამ” უკვე მნიშვნელოვნად დაკარგა ქულები, რამაც სიმეონეს დიდი უპირატესობა მისცა. საბოლოოდ, ისე სრულდება სეზონი, რომ უკანასკნელ ტურებში, სულ “ატლეტიკო” ლიდერობდა და მათ, რომ 1 მაინც მოეგოთ, ბოლო 2 მატჩიდან უკვე ჩემპიონები იქნებოდნენ. როგორც იცით, სიმეონემ ქულები “მალაგასთან” და “ლევანტესთან” დაკარგა. უკანასკნელ ტურში “ატლეტიკოს” “ბარსელონასთან” აქვს სათამაშო “კამპ ნოუზე”. ამ შეხვერაში მადრიდულ გუნდს ფრეც აწყობს, რათა ჩემპიონი გახდეს, თუმცა წაგების შემთხვევაში კატალონიური გუნდი დაეუფლება ტიტულს. ეს შეხვედრა 17 მაისს იმართება.
რეალი 0:1 ატლეტიკო – ისტორიული გამარჯვება “ბერნაბეუზე”, ლა ლიგა
ჩემპიონთა ლიგა
მას შემეგ, რაც “ატლეტიკომ” ლა ლიგის სეზონი წარმატებულად დაიწყო, ყველა ელოდა, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც იტყოდა თავის სიტყვას, თუმცა ამდენს არავინ ელოდა.
დიეგო სიმეონემ, ჯგუფშივე დაანახა საფეხბურთო სამყაროს, რომ ის დიდი მიზნებისთვის იბრძოდა. “ატლეტიკომ” ამ ეტაპზე 6 მატჩდან 5 მოიგო და პირველი ადგილით გავიდა 1/8 ფინალში. ცნობისთვის, ჯ ჯგუფში, მადრიდული გუნდი, “პორტოსთან”, “ზენიტთან” და “ვენასთან” ერთად მოხვდა.
ამის შემდეგ იყო 1/8 ფინალი, სადაც “ატლეტიკო” “მილანს” დაუპირისპირდა და ყველა ელოდა, რომ ეს ამ გუნდის ბოლო იქნებოდა და საბოლოოდ გამოემშვიდობებოდა ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ნურას უკაცრავად, ორი მატჩის ჯამში მადრიდულმა გუნდმა 5:1 გაანადგურა “მილანი”. დიეგო კოსტას თავური გოლის წყალობით “სან სიროზე”, პირველივე მატჩში იმარჯვა სიმეონეს გუნდმა.
1/4 ფინალში “ატლეტიკო” “ბარსელონას” შეხვდა და აქ უკვე ნამდვილად დასრულებული უნდა ყოფილიყო ყველაფერი, თუმცა უდიდესი სასწაული მოახდინა დიეგო სიმეონემ. მან “კამპ ნოუზე” 1:1 დაასრულა მატჩი, “ელ მადრიგალზე” კი დაამარცხა ტატა მარტინოს გუნდი. რაც შეეხება 1/2 ფინალს, სიმეონემ აქ მოურინიოს “ჩელსი” გამოაგდო.
ატლეტიკო 1:0 ბარსელონა
ახლა კი “რეალის” ჯერია, ნამვილად დაძაბული იქნება შეხვედრა, რომელიც 24 მაისს უნდა გაიმართოს. “რეალი” ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პირველად გავიდა. სწორედ ამიტომ, მაქსიმუმის დადებას შეეცდება კარლო ანჩელოტის გუნდი.
ამავდროულად, “ატლეტიკოც”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “ჩელსის”, გამოგდების შემდეგ, შეეცდება, არც “რეალი” დაინდოს.
ფინალის პრომო