არსენალს დი მარია სურს, სანჩესი რჩება…სატრანსფერო სიახლეები
“არსენალს” დი მარია სურს
ცნობილია, რომ “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, ანხელ დი მარიას შეთავაზება გაუგზავნა. ჯერ-ჯერობით უცნობია მადრიდელთა პასუხი, თუმცა ის ფაქტი გასახსენებელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “რეალმა” ლამის გაუშვა არგენტინელი ნახევარმცველი.
სანჩესი რჩება
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს ალექსის სანჩესის გაყიდვას. უკანასკნელ პერიოდში არაერთი სიახლე დაიწერა, ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერზე. ყველაზე მეტად, სანჩესით “იუვენტუსი” იყო დაინტერესებული.
“ტოტენჰემი” ფერდინანდის ყიდვას აპირებს
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ტოტენჰემი” რიო ფერდინანდის ყიდვას შეეცდება.როგორც იცით, ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისელ მცველს გუნდიდან უშვებს და ამჟამად ფეხბურთელი შემოთავაზებებს ელის. ცნობილია, რომ “ტოტენჰემის” გარდა, ფერდინანდით “ქუინს პარკ რეინჯერსიც” არის დაინტერესებული, რომელიც ახლახან დაბრუნდა პრემიერ ლიგაში.
“ნაპოლის” რეინა სამუდამოდ სურს
“ნაპოლი” მზად არის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მთლიანად გამოისყიდოს პეპე რეინა. როგორც იცით, ესპანელი კიპერი ამჟამად “ლივერპულის” საკუთრებაა. ის გასულ სეზონში გაანათხოვრა “მერსისაიდულმა” გუნდმა იტალიაში. ამჟამად ცნობილია, რომ “ნაპოლი” 5 მილიონ ევროს გადაიხდის 31 წლის ესპანელის სანაცვლოდ.
კოლაროვი “მონაკოში”?
ცნობილია, რომ ერთ-ერთმა უმდიდრესმა ფრანგულმა გუნდმა, “მონაკომ”, ალექსანდერ კოლაროვს დაუმიზნა. ისინი ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” შეთავაზებას გაუგზავნიან, თუმცა საეჭვოა, რომ მანუელ პელეგრინიმ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გაუშვას გუნდიდან.
ბენდტნერი “ჰალ სიტიში”
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიკლას ბენდტნერი “არსენალს” ტოვებს. ჯერ-ჯერობით არ არის იმ გუნდების სია ცნობილი, რომლებიც მზად არიან, რომ შეიძინონ დანიელი ფორვარდი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ინტერესი გამოთქვა აქამდე, “ჰალ სიტია” და დიდი ალბათობით, სწორედ იქ წავა ბენდტნერი.
ლამპარდი “ქპრში”?
შესაძლოა, რომ ზაფხულში, ფრენკ ლამპარდი კვალვ ინგლისში და კვლავ ლონდონში ვიხილოთ. ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ “ქუინს პარკ რეინჯერსი” მზად არის ფრენკს კონტრაქტი გაუფორმოს. ისინი, ინგლისელ ნახევარმცველს 60 000 ფუნტს და კაპიტნის სამკლაურს სთავაზობენ. როგორც იცით, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, ლამპარდის გუნდიდან გაშვება. ის ამჟამად ახალი კლუბის ძიებაშია.
ვარანი ლუიზის ნაცვლად
როგორც იცით, “ჩელსიმ” დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გაუშვა. ამჟამად, ჟოზე მოურინიო ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია და მან უკვე დაადგა თვალი ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს. ეს რაფაელ ვარანია, რომელსაც ჟოზე “რეალში” წვრთნიდა და მასზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამჟამად, ფრანგი მცველი სათადარიგო სკამზე ზის, და სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული მოინდომოს “რეალის” დატოვება.
“ჩელსის” ლავეცი სურს
ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო ზაფხულში ეზეკილ ლავეცისთვის იბრძოლებს. ბრიტნული პრესა იტყობინება, რომ “ჩელსი” 16 მილიონ ევროს გადაიხდის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ. ცნობისთვის, კავანისა და იბრაჰიმოვიჩის ფონზე ლავეცი “პარის სენტ ჟერმენში” დაიჩაგრა და დიდია იმის შანსი, რომ მან დატოვოს საფრანგეთი.