სატრანსფერო ნიუსები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
იგუაინი “ბარსელონაში”?
გუშინ, მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ გონსალო იგუაინის აგენტსა და “ბარსელონას” წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მხარეები თანხმდებიან და არგენტინელი ახლოსაა კატალონიურ გუნდში გადასვლასთან. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები არ ხდება საჯარო.
“არსენალი” კასილასს მიუბრუნდა
არსენ ვენგერს, კვლავ სურს “რეალის” კიპერის, იკერ კასილასის გადაბირება. როგორც იცით, ამჟამად იკერი, არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია, თუმცა საეჭვოა, რომ მან მადრიდი დატოვოს. ის აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაშიც დარჩებოდა “რეალში”, თუ სათადარიგო სკამზე მოუწევდა მუდმივად ჯდომა.
ხედირა “არსენალსაც” სურს
ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “არსენალი” სამი ხედირას ყიდვას შეეცდება. როგორც იცით, ამჟამად გერმანელი “რეალის” ღირსებას იცავს, თუმცა უკანასკნელი სეზონი მან ჩააგდო და არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია, რის გამოც შესაძლოა შედგეს მისი ტრანსფერი. გარდა, “არსენალისა” ხედირას ყიდვა, “ჩელსისაც” სურს.
“მილანი” კასმეიროსთვის იბრძვის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მილანის” თავკაცი, ფილიპო ინძაგი გუნდის გაძლიერებას გეგმავს. იტალიელი სპეციალისტის, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, კასმეირო იქნება. ცნობილია, რომ “როსონერი” კასმეიროს მხოლოდ იჯარით გადაიყვანს იტალიაში.
“იუვენტუსი” და “მილანი” იტურბესთვის იბრძვიან
“ვერონას” ფორვარდი, ხუან იტურბეთი, უკვე ორი იტალიური გრანდი დაინტერესდა. რამდენიმე დღის წინ, “იუვენტუსმა” გამოთქვა ინტერესი, 21 წლის არგენტინელისადმი, დღეს კი “ბებერ ქალბატონს”, “მილანიც” დაემატა. სავარაუდოდ, ორივე გუნდი ზაფხულში, ერთმანეთს შეეცილება იტურბეს გამო.
“მანჩესტერი” ვიდალის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის
ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედი” არტურო ვიდალის ყიდვას შეეცდება. წყაროები იტყობინებიან, რომ ჩილელი ფეხბურთელით, “იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი, ლუი ვან გაალია დაინტერესებული. ასევე, ცნობილია ისიც, რომ ბრიტანელები 30 მილიონ ევროს გადაიხდიან ვიდალის სანაცვლოდ. ცნობისთვის, გარდა “მანჩესტერ იუნიტედისა”, “იუვენტუსის” ნახევარმცველის ყიდვა, მადრიდის “რეალსაც” სურს.
პოგბა სანჩესის სანაცვლოდ?
goal.com წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონა” პოლ პოგბას ყიდვას შეეცდება. წყაროს თანახმად, ამ ტრანსფერში, ანტონიო სუბისარეტა ალექსის სანჩესს გამოიყენებს, რომელიც უკვე დიდი ხანია “იუვენტუსის” ობიექტივშია. როგორც მოგეხსენებათ, პოგბა “ბარსელონას” გარდა, “პარის სენტ ჟერმენსაც” სურს და ისინი მზად არიან 50 მილიონი ევრო გადაიხადონ მის სანაცვლოდ. ცნობისთვის, პოლ პოგბა “მანჩესტერმა” 2012 წელს გაუშვა და მის სანაცვლოდ 10 მილიონიც კი ვერ მიიღო.
მ’ვილა შესაძლოა “ინტერში” აღმოჩნდეს
ფრანგი ნახევარმცველი, იან მ’ვილა, შესაძლოა “ინტერში” აღმოჩნდეს. იტალიური გუნდის ახლა მფლობელს, ერიკ ტოჰირს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს ფრანგი ფეხბურთელის ყიდვას. ცნობილია, რომ სინგაპურელი 10 მილიონ ევროს გადაიხდის ამ ტრანსფერში. შეგახსენებთ, რომ მ’ვილა 2013 წელს “რენსდან” ყაზანის “რუბინში” გადავიდა.
“არსენალი” კოლეიმანით დაინტერესდა
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, მზად არის სეამუს კოლეიმანი შეიძინოს. ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მეთოფეები” 25 წლის ირლანდიელის სანაცვლოდ 20 მილიონს გადაიხდიან. ცნობისთვის, კოლეიმანი “ევერტონში” 2009 წლიდან ირიცხება. ის მანამდე “სლიგო როვერის” ღირსებას იცავდა.