სატრანსფერო ნიუსები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
“ჩელსი” ლავეციზე გადაერთო
ჟოზე მოურინიო, ზაფხულში ფორვარდის ყიდვას, რომ აპირებს ეს ახალი ამბავი არ არის. იყო ლაპარაკი, დიეგო კოსტას “ჩელსიში” გადასვლაზე, რომელიც სავსებით რეალური იყო. ლონდონელები საკმაოდ დიდ თანხას სთავაზობდნენ, “ატლეტიკოს”, ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ. თუმცა დღეს, ეზეკილ ლავეციზე გავრცელდა ცნობები. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინი უპირატესობას, ლავეცის ანიჭებს, რომელიც გაცილებით ნაკლები დაუჯდება.
“რეალი” სტერლინგით დაინტერესდა
მადრიდის “რეალი”, “ლივერპულის” შემტევი ფეხბურთელით, რიჰაამ სტერლინგით დაინტერესდა. კარლო ანჩელოტიმ, მას შემდეგ დაადგა თვალი, ინგლისელ ნახევარმცველს, რაც მან მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. როგორც ხედავთ, მუნდიალზე სტერლინგმა შესანიშნავად ითამაშა და მთელს მსოფლიოზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. “რეალს”, სტერლინგის გარდა, “ლივერპულში”, ლუის სუარესის ყიდვაც სურს.
ჯოვინკო “იუვენტუსში” დარჩება
ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სებასტიან ჯოვინკო “იუვენტუსს” არ დატოვებს. არც თუ ისე, კარგი სეზონის შემდეგ, იტალიელი ფორვარდი, ტურინის დატოვებას აპირებდა. ის 2013-2014 წლებში, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, რის გამოც უკმაყოფილო იყო. თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოვინკო “იუვენტუსთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს და ის 2017 წლამდე დარჩება “ბებერ ქალბატონში”.
ახალი ცნობები კროოსის ტრანსფერზე
goal.com-ი აქვეყნებს, რომ “ბაიერნის” შემტევ ფეხბურთელს, ტონი კროოს მადრიდის “რეალში” გადასვლა სურს. როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გერმანელი ნახევარმცველით “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო დაინტერესებული. ბრიტანელები 40 მილიონ ევროს იხდიდნენ კროოსის სანაცვლოდ, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ ბოლომდე არ მისულა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ კროოსი “მანჩესტერში” გადასვლას, “რეალში” გადასვლას ამჯობინებს. ასე რომ, თუ მან “ბაიერნი” დატოვა, “რეალში” ვიხილავთ.
ვალდესი “ლივერპულში”?
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ზაფხულში, ვიქტორ ვალდესი შესაძლოა “ლივერპულში” აღმოჩნდეს. წყაროს თანახმად, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, თუმცა ის 100%-ით ცნობილია, რომ ვალდესი “ბარსელონას” ტოვებს. “ლივერპულის” გარდა, ესპანელი მეკარის ყიდვა “მონაკოს” სურს.
სონგი +30 მილიონი იგუაინის სანაცვლოდ
საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, ესპანური და იტალიური პრესა. წყაროები წერენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნაპოლი” და “ბარსელონა” ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. კატალონიელებს გონსალო იგუაინი სურთ, იტალიელებს კი ალექს სონგი. ცნობილია, რომ “ბარსელონა” სონგს 30 მილიონ ევროს დაუმატებს და სანაცვლოდ მოითხოვს არგენტინელ ფორვარდს.
“მილანმა” ბალოტელის ფასი დაუწია
როგორც იცით, ლონდონის “არსენალის” თავკაცს, არსენ ვენგერს, ზაფხულში მარიო ბალოტელის ყიდვა სურს. თავდაპირველად “მეთოფეებმა” 25 მილიონი ფუნტი შესთავაზეს იტალიელებს, თუმცა მათ ამ თანხად იუარეს მარიოს გაშვება. “როსონერიმ” ბალოტელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი მოითხოვა, თუმცა დღეს ეს ფასი დაწია და ამჟამად, მხოლოდ 29 მილიონს ითხოვს იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ.
“მანჩესტერს” დე იონგი სურს
“მანჩესტერს”, კერძოდ კი ლუი ვან გაალს, ზაფხულში, სურს ნაიჯელ დე იონგი “იუნაიტედში” გადაიყვანოს. ჰოლანდიის მთავარი მწვრთნელი, ამჟამადაც წვრთნის, დე იონგს და მისი თამაშით კმაყოფილია. ცნობილია, რომ ბრიტანელები 10 მილიონს მისცემენ დე იონგის ტრანსფერის განსახორციელებლად ვან გაალს.
რა ხდება “ბარსელონასა” და სუარესს შორის?
უკვე ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს ლაპარაკი, სუარესისა და “ბარსელონას” შესახებ. მთელი რიგი წყაროები წერენ, რომ “ბარსელონა” “ლივერპულთან” სუარესის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ასევე, იმასაც წერენ, რომ კატალონიური მხარე ამ ტრანსფერში, ალექსის სანჩესის ჩართვას აპირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სანდოა წყარო.