ლიოვი: „გიოტცეს ვუთხარი, ეჩვენებინა, რომ მესიზე უკეთესია“

თარიღი: ივლისი 14, 2014

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის შემდეგ „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

— სამი ხედირა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა მოხდა?
— ხედირამ ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მომდევნო დღეს ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ჩვენ კი შეგვეძლო, გაგვერისკა, თუმცა სიტუაცია არ მოითხოვდა რისკს და კრამერის გამოყვანა გადავწყვიტეთ.

— არ შეგეშინდათ, როცა კრამერიც დაიმტვრა?
— არა, თავიდანვე ვემზადებოდით იმისთვის, რომ სამივე ცვლილებას გამოვიყენებდით. ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ნახევარმცველები მზად არიან, რთულ ვითარებაში ერთმანეთი ჩაანაცვლონ.

— რა უთხარით გიოტცეს სანამ მოედანზე შემოვიდოდა?
— „აჩვენე ყველას, რომ მესიზე უკეთესი ხარ და გადაწყვიტე მატჩის ბედი!“ კარგი წინათგრძნობა მქონდა.

— რამდენიმე წლის წინათ თქვენზე თქვეს, რომ ავსტრის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებოდით, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. სამართლიანობა აღდგა?
— გამიმართლა კიდეც. სხვა შემთხვევაში, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ბრაზილიაში ერთად 55 დღე გავატარეთ, თუმცა გლობალურად უკვე ათი წელია, ერთად ვართ. ამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იურგენ კლინსმანის დროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რთული მუშაობის ათი წელი. ჩვენ ვართ პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ახლა რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაოცარი შვაინშტაიგერისა და ყველგან მყოფი ლამის წყალობით მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

— რის ხარჯზე დაამარცხეთ არგენტინის ნაკრები?
— სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სტანდარტულ მდგომარეობებს. ვფიქრობ, ამ ასპექტში განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩემი გუნდი. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები.

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენმა ახალი გუნდი შეარჩია!

“ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელზე, ვიქტორ ოსიმენზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და მასზე ზაფხულში რამდენიმე გრანდი იბრძოლებს. იტალიური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “სიტი” (3-0) “ბაიერნის” დაპირისპირების შემდეგ გასახდელში სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ფინალის მსაჯი: “ერთი შეცდომა დავუშვი არგენტინა-საფრანგეთის მატჩში”

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მსაჯს, პოლონელ სიმონ მარჩინიაკს ჟურნალისტებმა სხვადასხვა შეკითხვა დაუსვეს, თუმცა მარჩინიაკმა მხოლოდ ერთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანგები მიიჩნევენ, რომ მსაჯს მესის გოლი უნდა გაეუქმებინა

საფრანგეთის ნაკრების ფანები მიიჩნევენ, რომ არგენტინის მე-3 გოლი, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო, მსაჯს უნდა გაეუქმებინა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინესის ცბიერი, თუმცა ძალიან ჭკვიანური თამაში (ვიდეო)

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი პენალტების სპეციალისტია და ამაში მას პენალტის დარტყმამდე შემსრულებლებთან საუბარი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ დააიგნორა, ფანები გააბრაზა – Salt Bae მსოფლიო თასს შეეხო (ვიდეო)

ცნობილი თურქი მზარეული ნუსრეთ გიოქჩე Salt Bae არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ მოედანზე აღმოჩნდა, ფეხბურთელებთან ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მომენტი, რომელიც არავის უნახავს! მარტინესი მბაპესთან მივიდა… (ვიდეო)

ყველა ემილიანო მარტინესის საქციელზე საუბრობს, როცა საუკეთესო მეკარის ჯილდოს მიღების შემდეგ თავისებურად მოიქცა, თუმცა “დიბუ” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Tranquilo! მესის არაფერი ემუქრება

ძალიან ბევრი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მესის ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ვარჯიში გამოტოვა, არაფერი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთის ნაკრებში “აქლემის ვირუსი” გავრცელდა

საფრანგეთის ნაკრებში “აქლემის ვირუსი” გავრცელდა და მე-3 ფეხბურთელი, კინგსლი კომანი ტემპერატურით მომატებით იზოლაციაში იმყოფება. მანამდე, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სად არის მესი?” – ფანი, რომელმაც მესის დასცინა, ახლა ლეოს გულშემატკივრო

საუდის არაბელი ფანი, რომელმაც მესის საუდის არაბეთთან 2-1 მარცხის შემდეგ დასცინა, ახლა ლეოს გულშემატკივრობს. “სად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე: “მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შევცვლიდი და სხვას გამოვიძახებდი”

ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლას აფასებს. “გულწრფელი ვიქნები და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეშამი ბენზემას ფინალში დააყენებს?

ესპანური Marca ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ბენზემა მადრიდის “რეალთან”...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “რატომ არ უნდა ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში?”

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. “რაც შეეხება მსოფლიოს, მე პირადად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანია არ განმეორდება! არავითარი სექსი, შეხება ოჯახის წევრებთან…

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ანტუან გრიზმანი მედიასთან ამხელს, რომ ევრო 2020-დან მოყოლებული დიდიე დეშამს […]...
წაკითხვა