ევროპული კლუბების ყველაზე მომგებიანი აკადემიები
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ევროპულ წამყვან ჩემპიონატებში მოასპარეზე რომელმა კლუბებმა გაყიდეს ყველაზე ძვირად საკუთარი აღზრდილები?
ამ კითხვას სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გასცა პასუხი, რომელიც საფეხბურთო სფეროში სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ანალიზს აკეთებს. კვლევაში გათვალისწინებულია ხუთ მთავარ ევროპულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბები (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი). აღზრდილად ითვლება 15-დან 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბის სისტემაში მინიმუმ სამი სეზონი გაუტარებია. ამრიგად, რეიტინგში გათვალისწინებულია ასეთი ფეხბურთელები, რომლებიც 2012 წლის ივლისიდან გაიყიდნენ.
გთავაზობთ სიის ზედა ათეულს.
10. “სენტ-ეტიენი” (საფრანგეთი)
ფრაუზი გულიამი, ჟოზუა გილავოგი (ფოტოზე მარჯვნივ), ლორის ნერი, კურტ ზუმა (ფოტოზე მარცხნივ) – 32.8 მლნ ევრო;
9. “მონპელიე” (საფრანგეთი)
რემი კაბელა, ბენჟამინ სტამბული, მაპუ იანგა-მბივა (ფოტოზე), იუნეს ბელანდა – 33.5 მლნ ევრო;
8. “რენი” (საფრანგეთი)
იან მვილა (ფოტოზე), ტიემუე ბაკაიოკო, იასინ ბრაიმი, კევინ ტეოფილ-კატრინი, ჟირეს ეკოკო, დიმიტრი ფულკიე, იასინ ჯებური – 33.6 მლნ ევრო;
7. “ბარსელონა” (ესპანეთი)
ტიაგო ალკანტარა (ფოტოზე მარჯვნივ), ჯონათან დოს სანტოსი (ფოტოზე მარცხნივ), ანდრეუ ფონტასი, ბოიან კრკიჩი, ანტონიო სანაბრია – 38.8 მლნ ევრო;
6. მადრიდის “რეალი” (ესპანეთი)
ხოსე კალეხონი (ფოტოზე ზურგით), დანიელ კარვახალი, ესტებან გრანერო, ალვარო მორატა (ფოტოზე სახით) – 43 მლონ ევრო;
5. დორტმუნდის “ბორუსია” (გერმანია)
დანიელ გინჩეკი, მარიო გიოტცე (ფოტოზე), იულიან კოხი, ლასე სობეხი, კორაი გიუნტერი – 43.5 მლნ ევრო;
4. “სევილია” (ესპანეთი)
ლუის ალბერტო, ხოსე კამპანია, ანტონიო ლუნა, ალბერტო მორენო, ხესუს ნავასი (ფოტოზე) – 51.5 მლნ ევრო;
3. “რეალ სოსიედადი” (ესპანეთი)
ანტუან გრიზმანი (ფოტოზე), ასიერ ილიარამენდი – 62.2 მლნ ევრო;
2. “ლილი” (საფრანგეთი)
ჯანი ბრუნო, მატიე დებიუში, ლუკა დინი, ედენ აზარი (ფოტოზე), დივოკ ორიგი – 76 მლნ ევრო;
1. “საუთჰემპტონი” (ინგლისი)
კალუმ ჩემბერსი, ადამ ლალანა (ფოტოზე მარცხნივ), ლუკ შოუ (ფოტოზე მარჯვნივ) – 90.2 მლნ ევრო.
აქვე გთავაზობთ სრულს სიას: სრული სია