ემერის განცხადებას სუპერთასის მატჩამდე და შეჯიბრი “სევილიას” ოფიციალური მაისურისთვის
“სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უეფას დამდეგი სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და კლუბის ფანებს შორის ერთგვარ შეჯიბრს აწესებს, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად “სევილიას” ოფიციალურ მაისურს მიიღებს.
“რამდენიმე დღე დარჩა, სანამ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მრისხანე მეტოქეს თბილისში დავუპირისპირდებით. მძიმე 90 წუთი გველის ჩვენ, ვინც მთელი ამ კვირების განმავლობაში თავჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა “სევილიას” ხუთივე კონტინენტზე მიმოფანტულმა ქომაგებმა ამ შეხვედრით გაიხარონ.
ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რამდენად ფართოა “სევილიზმო” და რამდენად საამაყოა ჩვენი ფერების მიღწევა.
გთავაზობთ, “ტვიტერზე” დაპოსტოთ ვიდეო, რომლის ხანგრძლივობაც 30 წამზე მეტის არ იქნება, გამოიყენეთ ჰეშთეგი #sevillistasporelmundo. ვიდეო უნდა შეიცავდეს გუნდისთვის გასამხნევებელ მესიჯს, რომელსაც გააკეთებთ იმ ადგილიდან, სადაც ახლა ცხოვრობთ.
ყველაზე კრეატიული ვიდეოს ავტორი გაიმარჯვებს და მიიღებს “სევილიას” მაისურს.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის!” – დაწერა უნაი ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, “სევილია” უეფას სუპერთასისთვის “ბარსელონას” შეეცილება.