გერმანია — სლოვაკეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
გერმანია — სლოვაკეთი
შეხვედრის ადგილი: ლილი; “პიერ მორუა”
შეხვედრის დრო: კვირა, 26 ივნისი; 20:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის კიდევ სამი მატჩი ჩატარდება. ლილის “პიერ მორუაზე” ერთმანეთს გერმანიისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპრდებიან. წყვილის უპირობო ფავორიტად “ბუნდესგუნდი” მიიჩნევა.
გერმანიის ნაკრების ბანაკში კმაყოფილნი არიან იმ ფაქტით, რომ გუნდს ტურნირზე გოლი ჯერ არ გაუშვია. გერმანელებს აქვთ განცდა, რომ ფორმის პიკს პლეი-ოფის სტარტზე მიაღწევენ. სავარაუდოა, რომ იოახიმ ლიოვი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის ანალოგიურ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს.
სლოვაკეთის ნაკრები მერვედფინალში გასვლაზე უფრო ოცნებობდა, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს გუნდის კაპიტანი მარტინ შკრტელი. ზედიზედ მეორედ გერმანელთა დამარცხება მართლაც სასწაულის ტოლფასი იქნება. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დღევანდელ შეხვედრას მაისში ჩატარებული ამხანაგური მატჩისგან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის იქნება. სლოვაკთა ტაქტიკა უცვლელი დარჩება – მჭიდრო დაცვა და კონტრშეტევები.
გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
29/05/16 | ამხ. | გერმანია | სლოვაკეთი | 1:3 | |
04/06/16 | ამხ. | გერმანია | უნგრეთი | 2:0 | |
12/06/16 | ეჩ. | გერმანია | უკრაინა | 2:0 | |
16/06/16 | ეჩ. | გერმანია | პოლონეთი | 0:0 | |
21/06/16 | ეჩ. | ჩრ. ირლანდია | გერმანია | 0:1 |
სლოვაკეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
29/05/16 | ამხ. | გერმანია | სლოვაკეთი | 1:3 | |
04/06/16 | ამხ. | სლოვაკეთი | ჩრ. ირლანდია | 0:0 | |
11/06/16 | ეჩ. | უელსი | სლოვაკეთი | 2:1 | |
15/06/16 | ეჩ. | რუსეთი | სლოვაკეთი | 1:2 | |
20/06/16 | ეჩ. | სლოვაკეთი | ინგლისი | 0:0 |
ურთიერთშეხვედრები: (ბოლო ორი მატჩი)
06/06/2007 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 2:1 სლოვაკეთი
11/10/2006 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: სლოვაკეთი 1:4 გერმანია
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სლოვაკეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიისგან განსხვავდება, სლოვაკებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ. მაისის ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებმა დაგვამარცხა. ჩვენ იმდენი სივრცე არ გვექნება, რამდენიც გვქონდა ჩრდილოირლანდიელებთან. იმედია, უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე ინგლისის ნაკრებმა ითამაშა მათ წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართულ მატჩში მომენტების გამოუყენებლობით უკმაყოფილონი დავრჩით მეც და თავად ფეხბურთელებიც. გვესმის, რომ მომავალ მატჩში შანსები არ უნდა გავანიავოთ, ვინაიდან პლეი-ოფში მომენტები მრავლად აღარ გვექნება.
ჯერომ ბოატენგი ვარჯიშობს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მან ამ მატჩში ითამაშოს. ბასტიან შვაინშტაიგერს დიდი ხანი გაუცდა, იანვრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მატჩის სრულად ჩატარება მისთვის რთული იქნება. იგი საკუთარ რითმს იბრუნებს, ამიტომ ამ ტურნირზე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება”.
იან კოზაკი (სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გერმანიასთან მატჩი ჩვენთვის სერიოზული გამოცდაა. წარმატების მისაღწევად გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გერმანიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, თუმცა ყველა გუნდს აქვს სუსტი მხარეები. ვეცდებით მათ გამოყენებას.
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია, უმაღლესი დონის გუნდია, თუმცა ჩვენ ყველაფერი ზედმიწევნით შევისწავლეთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე კი რთული მატჩები ჩავატარეთ. ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ და იმ მოგების წყალობით ვართ აქ.
უელსის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ არაერთი მძიმე მომენტი გამოვიარეთ. რუსეთთან და ინგლისთან ჩატარებული მატჩები მძიმე იყო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. პლეი-ოფში ხშირად ვერ გავდივართ, ამიტომ ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით”.
საინტერესო ფაქტები:
– გერმანიის ნაკრებს ევრო-2016-ზე გოლი ჯერ არ გაუშვია;
– ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას ბურთს სათამაშო დროის 66% გერმანიის ნაკრები ფლობდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია: ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰეკტორი; კროოსი, ხედირა; მიულერი, იოზილი, გიოტცე; გომესი.
სლოვაკეთი: კოზაჩიკი; პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი; გროშოვსკი; მაკი, კუცკა, ჰამშიკი, ვაისი; დუდა.
Fanebi.com-ის პროგნოზი
გერმანია 1:0 სლოვაკეთი