იკერ კასილასმა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე მიანიშნა (ვიდეო)
იკერ კასილასმა სანაკრებო კარიერის დაასრულის შესახებ მიანიშნა. ესპანელმა მეკარემ სოციალურ ქსელში მხატვრული ფილმის, “რემბო 2”-ის ეპიზოდი გამოაქვეყნდა, სადაც სილვესტერ სტალონეს გმირი ამბობს:
“არ ვიცი, სად, მაგრამ მე მივდივარ. რისთვის დავბრუნდე? ყველა ჩემი მეგობარი დაიღუპა, მეც სასიკვდილოდ გამიმეტეთ. სამშობლოსთვის არაფერს დავიშურებ. ნებისმიერი კაცი თავს გაწირავდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისევე ვუყვარვართ, როგორც ჩვენ გვიყვარს ის”, – მონაკვეთი ფილმიდან “რემბო 2”.
ეს ერთადერთი პოსტია, რომელიც იკერ კასილასმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრებთან დამარცხების (0:2) შემდეგ გამოაქვეყნა.
იკერ კასილასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობდა. იგი “ფურია როხასთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (2010 წელი), ორჯერ კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო (2008 წ, 2012 წ.).
Un orgullo sentir el cariño de la gente en #GraciasCasillas hoy y siempre todos con la @sefutbolhttps://t.co/i9RQf01ZDM
— Iker Casillas (@CasillasWorld) 28 June 2016