“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე კოენტრაუ თავდამსხმელად წარადგინა
მადრიდის “რეალმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდის ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ “ბლანკოსმა” გუნდის მცველი ფაბიუ კოენტრაუ თავდამსხმელად წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი გასულ სეზონში იჯარის წესით “მონაკოში” თამაშობდა. კოენტრაუ ახლა აღდგენით პროცესს გადის და მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით ოქტომბრისთვის შეძლებს.
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში 17 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ედეგორიც შეიყვანა.
ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი;
მცველები: კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, დანილო;
ნახევარმცველები: კროოსი, ხამეს როდრიგესი, კაზემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ასენსიო, ისკო, ედეგორი;
თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ბეილი, კოენტრაუ, ვასკესი, მარიანო დიასი, მორატა.