ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო წარადგინა (ფოტო)
ფიფამ ჯილდო THE BEST წარადგინა, რომელსაც 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიიღებს. ჯილდო 6,4 კილოგრამს იწონის და 31 სანტიმეტრის სიგრძისაა.
“ჯილდოს თავზე მოთავსებული ბურთი ფეხბურთისა და ფიფას ისტორიის განსახიერებაა. ლამაზი ტროფეი გამოვიდა. ჯილდო ფეხბურთის ტრადიციების მიმართაც ინარჩუნებს პატივისცემას და ამასთან, თანამედროვე ფორმასაც წარმოადგენს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის პოსტმოდერნისტული ტროფეი”, – განაცხადა ზვონიმირ ბობანმა, რომელიც ფიფას გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 9 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება. ამ წოდების მოსაპოვებლად მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემტევი ანტუან გრიზმანი და “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი იბრძვიან. ცერემონიას ამერიკელი მსახიობი ევა ლონგორია და გერმანელი ტელეწამყვანი მარკო შრეილი წარუძღვებიან.