ფაბრეგასი: “თანამედროვე ფეხბურთში ნაკლები ნიჭი და მეტი ძალა და სირბილია”
ლონდონის “ჩელსისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე ისაუბრა. ესპანელის თქმით, დღესდღეობით სიძლიერე და სირბილი უფრო ფასობს, ვიდრე ნიჭიერება.
“დღესდღეობით ნიჭიერ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევა უფრო უჭირთ. არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ვარ – არც ყველაზე სწრაფი, არც ყველაზე ძლიერი და არც ყველაზე სახიფათო არ გახლავართ. ასე რომ, ჩემნაირ ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად ერთი ნაბიჯით წინ დგომა მართებთ.
თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ ან ბევრს დარბიხარ, შენი საქმე გაცილებით იოლადაა. ამიტომაც ვცდილობ, უკეთესი გავხდე. ადრე არ ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი ამ მიმართულებით განვითარდებოდა. ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლებ ნიჭიერ და სულ უფრო მეტ ძლიერ და მორბენალ ფეხბურთელს ვხედავთ გარშემო”, – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal.com-ი.