ლუის ენრიკე: “იუვენტუსთან” პირველ გოლს ჩვენ გავიტანთ, მეორეს “ნოუ კამპი”, მესამე თავისით გავა”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართი საპასუხო მატჩის შესახებ ისაუბრა.
“მეტოქეს შესაძლოა, შანსი გაუჩნდეს და გოლი ნებისმიერ მომენტში გავუშვათ. ჩვენი მიზანი ხუთი გოლის გატანაა. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. წნეხისგან თავისუფალნი ვართ. “იუვენტუსს” ნახევარფინალის საგზური ჯიბეში აქვს და მათი გადასაწყვეტია, დაცვაში ჩაჯდებიან თუ შეტევაზე ითამაშებენ. ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს: შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. დარწმუნებული ვარ, თუ პირველ გოლს ჩვენ გავიტანთ, მეორეს “ნოუ კამპი” გაიტანს, მესამე კი თავისით გავა”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს “ასი”.
მატჩი “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.