პორტუგალიამ მაროკო მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტური პორტუგალიისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით გაიტანა. პორტუგალიელთა ლიდერს მიმდინარე მუნდიალზე უკვე ოთხი გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირია. მატჩის მიმდინარეობისას ბურთის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია პორტუგალიელთა კიპერ რუი პატრისიუს კარგი თამაში. მან არაერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს.
ამრიგად, პორტუგალიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ აქტივში 4 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ირანის ნაკრებს დაუპირსპირდება. რაც შეეხება მაროკოს, აფრიკელებს ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მეორე მარცხის შემდეგ მერვედფინალში თამაშის თეორიული შანსიც გაუქრათ.
მსოფლიოს ჩემპიონატი
B ჯგუფი (II ტური)
პორტუგალია — მაროკო 1:0 (1:0)
გოლი: რონალდუ 4′.