ლეო მესიმ “ოქროს ბუცი” მიიღო (ვიდეო)
“ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის “ოქროს ბუცი” გადასცეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2017-2018 წლების გათამაშებაში 34 გოლი გაიტანა.
მესისთვის ეს მეხუთე “ოქროს ბუცია”, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. აღნიშნული ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო დანარჩენ მფლობელებს ორზე მეტჯერ არ მოუგიათ.
ლიონელ მესიმ მანამდე “ოქროს ბუცი” 2009-2010 (34 გოლი), 2011-2012 (50 გოლი), 2012-2013 (46 გოლი) და 2016-2017 (37 გოლი) წლების სეზონებში მოიგო.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბუცი” ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. ჯილდო 1968-დან 1991 წლამდე აბსოლუტური მაჩვენებლის (გოლების რაოდენობა) მიხედვით თამაშდებოდა. 1992-დან 1996 წლამდე ჯილდოს გადაცემა შეჩერებული იყო, ხოლო 1997 წლიდან “ოქროს ბუცი” ახალი წესით აამოქმედეს – გატანილი გოლების რაოდენობა მრვალდება ჩემპიონატის კოეფიციენტზე.
The #Messi moment you’ve all been waiting for. pic.twitter.com/yjiogbzSYf
— FC Barcelona (@FCBarcelona) 18 December 2018