ზუსტად 14 წლის წინ მესიმ “ბარსაში” პირველი გოლი გაიტანა, დღეს — მე-600 (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, განსაკუთრებით ეფექტური კი მისი შორეული საჯარიმო დარტყმა გამოდგა. არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს “ბარსას” რიგებში გატანილი მე-600 გოლი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ მესიმ კატალონიური გუნდის შემადგენლობაში პირველი ბურთიც პირველ მაისს გაიტანა. ზუსტად 14 წლის წინ არგენტინელმა თავდამსხმელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის ეგიდით “ალბასეტეს” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში თავისი სადებიუტო ბურთი ჩაიწერა.
The first of 600 ⚽
🔙 Leo’s 1st official goal came 14 years ago today 🐐#Messi600 pic.twitter.com/PYPt74qxeU— FC Barcelona (@FCBarcelona) 1 May 2019