აგუერო: “კოპა ამერიკის მოგება მესისთვის მინდა”
“მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მოახლოებული კოპა ამერიკის შესახებ ისაუბრა.
“ჩემპიონობა მინდა, მაგრამ უფრო მეტად ლიონელისთვის, ვიდრე – ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებ ტიტულის მოსაგებად. რამდენიმე თვის წინ მესიმ დამირეკა და მითხრა, რომ ის კოპა ამერიკაზე ითამაშებს. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ტურნირი ჩვენთვის უკანასკნელი. გვინდა, რომ არგენტინის ნაკრების რიგებში რაღაც მოვიგოთ”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს “ფოქს სპორტსი”.
სერხიო აგუერო არგენტინის ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავს. კოპა ამერიკა ბრაზილიაში, 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ეროვნული გუნდის მეტოქეები კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის ნაკრებები იქნებიან. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩილეს ნაკრები გახლავთ.