ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტზე ფრანკ დე ბური დაინიშნა
ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანკ დე ბური დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელსეკრულებას ძალა 2022 წლამდე ანუ ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე ექნება.
50 წლის სპეციალისტს ამსტერდამის “აიაქსში”, მილანის “ინტერში”, “კრისტალ პალასსა” და “ატლანტა იუნაიტედში” უმუშავია. დე ბური 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრიც გახლდათ.
ფრანკ დე ბურის თავკაცობით “აიაქსი” ოთხჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონატის გამარჯვებული, ერთხელ კი ქვეყნის თასი მოიგო. “ატლანტასთან” ერთად მან ამერიკის შეერთებული შტატების ღია თასი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დუაიტ ლოდევეგესი ასრულებდა, რომელმაც ეს პოსტი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც რონალდ კუმანმა “ბარსელონას” მიაშურა.