ბეილმა საკლუბო გეგმები გაასაჯაროვა
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” გარემარბმა გარეტ ბეილმა აღნიშნა, რომ “დეზებთან” გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მადრიდის “რეალში” დაბრუნებას გეგმავს.
“ჩემი საკლუბო მომავალი უარყოფით გავლენას არ იქონიებს ევროპის ჩემპიონატზე ჩემს ასპარეზობაზე. “დეზებში” ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ფეხბურთის თამაში და ევროპის ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში ყოფნა მინდა. ჩემი გეგმა “ტოტენჰემში” ამ სეზონის ჩამთავრება და შემდეგ “რეალში” დაბრუნებაა. ესპანურ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტს კიდევ ერთწლიანი ვადა აქვს”, – ციტირებს ბეილის სიტყვებს Wales Online-ი.
შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი “რეალიდან” გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან არსებული კონფლიქტისა და მოტივაციის ნაკლებობის გამო წამოვიდა. უელსელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა.