“პსჟ”-ის სპორტული დირექტორი: “მესის კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურდა”
“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო ლიონელ მესის ტრანსფერზე მოლაპარაკების მიმდინარეობას იხსენებს.
“არ დავმალავ, რომ მესის ჯერ კიდევ იანვარში დავუკავშირდით. იმ პერიოდში მასსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ექვსი თვე რჩებოდა. 2021 წლის იანვრამდე მასთან კონტაქტი არ გვქონია.
ვფიქრობ, ლეოს “ბარსელონაში” დარჩენა სურდა. მას კარიერის დასრულება სწორედ იქ უნდოდა, თუმცა მათი ისტორია დასრულდა და დაიწყო – ჩვენი. მშვენიერია მესის ხილვა “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით”, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს ინტერნეტპორტალი Sport.es.
5 აგვისტოს “ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მესითან შრომით ხელშეკრულებას ვეღარ გაახანგრძლივებდა, რაც ესპანური ლიგის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებებით იყო გამოწვეული. არგენტინელმა ფეხბურთელმა “პარი სენ-ჟერმენს” მიაშურა და პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.