აბიდალმა კარიერა დაასრულა
“ოლიმპიაკოსის” მცველმა ერიკ აბიდალმა 35 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.
უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ფრანგი ფეხბურთელი შემდეგი კლუბების ღირსებას იცავდა: “მონაკო”, “ლილი”, “ლიონი”, “ბარსელონა” და “ოლიმპიაკოსი”.
აბიდალმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 67 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა. “ლიონთან” ერთად სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. “ბარსელონას” რიგებში აბიდალმა ოთხჯერ მოიგო ესპანეთის პრიმერადივიზიონი, ორჯერ კი ქვეყნის თასს დაეუფლა. 2009 და 2011 წლებში მან კატალონიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ აბიდალს რამდენიმე წლის წინათ ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა, რომელზედაც გამარჯვება შეძლო და საფეხბურთო კარიერაც გააგრძელა.
ერიკ აბიდალი, სავარაუდოდ, “ბარსელონას” აკადემიის დირექტორის პოსტს დაიკავებს.