ადამ ნავალკამ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ პოსტი დატოვა.
“პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან მსჯელობის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნაკრებს სამომავლო მოქმედებებისთვის ახალი გადაწყვეტილებები სჭირდება. საჭიროა მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელთა პოტენციალის რეალიზებას მოახდენს და შემდგომ პროგრესზე თავის წილ პასუხისმგელობას აიღებს. ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც მიმახვედრა, რომ პოსტის დატოვების დრო დადგა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქომაგების მოლოდინი ვერ გავამართლეთ და ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მთელი პასუხისმგელობა მე მეკისრება, ვინაიდან ასეთია მწვრთნელის როლი და მე მას არ გავურბივარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ მე პოლონური ფეხბურთის მომავალს ოპტიმიზმით შევცქერი”, – ნავალკამ სიტყვებს პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიას, კოლუმბიასა და სენეგალს ჩამორჩა და ბოლო ადგილი დაიკავა.