აგენტი: “კოუტინიოს პრემიერლიგაში დაბრუნება სურს”
“ბარსელონადან” მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვებული ფილიპე კოუტინიოს აგენტმა კია ჯურაბჩიანმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება სურს, თუმცა არც კატალონიურ გუნდში დარჩენას გამორიცხავს.
“ჩემპიონთა ლიგა 23 აგვიტომდე გრძელდება და ვფიქრობ, მანამდე რაიმე გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. ამ ეტაპზე ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს. ლონდონის “ჩელსის” ბარიერის დაძლევა აუცილებელია, რათა მომდევნო ეტაპზე ითამაშოს, სადაც მისი მეტოქე “ბარსელონა” იქნება.
რა იქნება ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ? საიდუმლო არ არის ის, რომ კოუტინიოს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება სურს, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. მას პრემიერლიგაში თამაში მოსწონს. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა არც “ბარსელონაში” დარჩენას გამოვრიცხავთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
ფილიპეს მიმართ დიდია დაინტერესება, ვინაიდან ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია. მისით ყოველთვის ინტერესდებოდნენ”, – თქვა ჯურაბჩანმა “თოქსპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო 2013 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.