აგუეროს მამა: “გვარდიოლას ცრემლების არ მჯერა”
“ბარსელონას” ახალწვეულ სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილიომ “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.
“გვარდიოლას ცრემლების არ მჯერა. მას აგუეროს “მანჩესტერ სიტიში” ყოფნა არასდროს სურდა. მას უნდა, რომ მთავარი ფიგურა არა ფეხბურთელები, არამედ თავად იყოს. მას არც ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა. მისი სურვილი მხოლოდ საკუთარ გუნდში პირველობაა. ის ამბობს, რომ აგუერო შეუცვლელია, მაგრამ სერხიოს ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხედავთ”, – ციტირებს დელ კასტილიოს სიტყვებს Radio La Red-ი.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუეროს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსელონაში” გადავიდა. არგენტინელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და გუნდთან ერთად ხუთჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ ქვეყნის თასი, სამჯერ სუპერთასი, ექვსჯერ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო.